თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2016, 17:15
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2779,
კომენტარები: 10
"მოურინიო ყველაფერს სწორად აკეთებს"
"იუნაიტედის" ლეგენდა ჟოზე მოურინიოს მანჩესტერულ კარიერაზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ მოურინიო "იუნაიტედში" ზუსტად იმას აკეთებს, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინათ მის წინ მყოფ მწვრთნელებს - კლუბში მოეყვანათ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თავიდანვე მოახდენდნენ გავლენას გუნდზე.

"მოთამაშეები, რომლებიც ჟოზემ გუნდში მოიყვანა, გვაჩვენებს განსხვავებას მასსა და მის წინამორბედ მწვრთნელებს შორის - აცხადებს პოლი Sky Sports News-ის ეთერში. - დევიდ მოიესმა და ლუი ვან გაალმა გარისკეს, როდესაც ფეხბურთელები შეიძინეს, რადგან ისინი ისეთები იყვნენ, რომ შეიძლებოდა მათი კარიერა "იუნაიტედში" კარგად ან ცუდად წარმართულიყო, მაგრამ მოურინიომ კლუბში მოიყვანა უკვე მზა ფეხბურთელები. სწორედ ეს იყო აუცილებელი - მას სჭირდებოდა მოთამაშეები, რომლებიც ახლავე ითამაშებდნენ პრემიერ ლიგაში. ჟოზემ იცოდა, რომ შესაფერისი დრო არ იყო, გაერისკა."

"ის, რომ გუნდში იბრაა - კარგი სიახლეა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, განსაკუთრებით კი- რეშფორდისთვის. მარკუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონია წელს, რადგან მას ექნება შესაძლებლობა ისწავლოს ზლატანისგან ფეხბურთის სწორად თამაში, რაც მისი მომავლისთვის ძალიან სასარგებლოა. "იუნაიტედში" ყოველთვის იყვნენ ისეთი მოთამაშეები, როგორიც ზლატანია, სწორედ მათი ქარიზმის დამსახურებით გულშემატკივარი კლუბისგან ყოველთვის გამარჯვებას ელოდა."

"იბრაჰიმოვიჩმა ყველა ჩემპიონატი მოიგო, სადაც ითამაშა. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პოგბას ერთი ნაბიჯი აკლდა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ხოლო შიდა ჩემპიონატი ყველა სეზონში მოიგო. ეს მოთამაშეები შეეჩვივნენ გამარჯვებას, მათში გამარჯვებულის მენტალიტეტი ძალიან დიდია, სწორედ ეს ამცირებს ყველანაირ რისკს. როგორც გითხარით, მოურინიოს გარისკვის დრო არ აქვს."

"სეზონი ყველამ კარგად დაიწყო, გუნდს თვითდაჯერებულობა მოემატა. ისეთი ფეხბურთელების შეძენით, როგორიც "იუნაიტედმა" შეიძინა, გუნდს გამარჯვებულის იმპულსი უყალიბდება. ეს ყველაფერზე მოქმედებს - განწყობაზე გასახდელ ოთახში, გუნდურ თამაშზე და ვფიქრობ, რომ მოთამაშეები ამას მატჩებშიც ამტკიცებენ."

წყარო: manutd.ru
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Shaw
3 სექტემბერი 2016 17:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
კიდევ კარგი რამე კარგი თქვა ფერგის მერე wink
0
№2
ავტორი: GeorgeBest
3 სექტემბერი 2016 17:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ ვიცი რეშფორდისთვის ცუდ ტრანსფერად რატო მიიჩვენდნენ იბრას გადმოსვლას, წლევანდელი სეზონი საპირისპიროს დაამტკიცებს.

ვან გაალმაც იყიდა მზა დი მარია და ფალკაო, თუმცა ვერ გამოიყენა. ჯერ კიდევ საკითხავია მაგათი "ვერ" გამართლება ვისი ბრალი იყო, ყველა სხვადასხვა აზრზეა. აი მოიესს რაც შეეხება ისეტ ფეხბურთელებს დაუწყო დევნა რომლებიც უბრალოდ არ გადმოვიდოდნენ აქ, საბოლოოდ ფელაინი შერჩა.
0
№3
ავტორი: ლადო
3 სექტემბერი 2016 17:24
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა და ზუსტად და კარგად არის ნათქვამი.

შეიძლება ვან გაალმაც დაიმატა მზა და შემდგარი ფეხბურთელები, მაგრამ ისიც უნდა სცოდნოდა როგორ ეთამაშებინა და სად ეთამაშებინა. თორემ დი მარია რომ ახლა გუნდში ყოფილიყო ჩვენი გამჩერებელი გუნდი არ იქნებოდა
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 სექტემბერი 2016 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როგორც ხშირად ხდება ხოლმე წითური ამჯერადაც სწორს ლაპარაკობს. მოურინიო ვერ გარისკავდა, რადგან მისგან ყველა გამარჯვებას ელოდება და ასე ვთქვათ ექსპერიმენტებს ვერ ჩაატარებდა. ეს ყველაფერი თვითონაც კარგად იცოდა, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან.
0
№5
ავტორი: ikeoni
3 სექტემბერი 2016 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ratqma unda yvelaferi sworad gaaketa da idealurad midis❤️
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
3 სექტემბერი 2016 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძაან კარგად მსჯელობა პოლი
0
№7
ავტორი: kantona-7
3 სექტემბერი 2016 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პოლი როგორ მიყვარს და ყოველთვის ფაიზაღს ბაზრობს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: stepno
4 სექტემბერი 2016 03:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Genacvale raa pool sul simartles laparakob.
0
№9
ავტორი: M.Ts
4 სექტემბერი 2016 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ჯიგარია პოლი, ვგრძნობ ძველი დიდება ბრუნდებააა am
0
№10
ავტორი: levionok
4 სექტემბერი 2016 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ამას ვერც ვან გაალი და ვერც მოიესი ვერ გააკეთებდნენ ერთი უბრალო მიზეზის გამო,მასთან არ უნდოდათ თამაში არცერთ ვარსკვლავს და ამ 4 ფეხბურთელისგან დარწმუნებული ვარ ვერცერთს ვერ ვიყიდიდით ვან გაალის დროს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top