თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2016, 16:24
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3135,
კომენტარები: 9
"იუნაიტედის" სამიზნეები
მანჩესტერული კლუბი გაჩერებას არ აპირებს.
საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად მონაწილეობის შემდეგ, "იუნაიტედის" თავკაცი შეეცდება იანვარშიც გააძლიეროს თავისი გუნდი რამდენიმე ტრანსფერით.

ამ ზაფხულს "იუნაიტედმა" დაახლოებით 150 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა ტრანსფერებში და გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა, მაგრამ მოურინიო მიიჩნევს, რომ მას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ესაჭიროება.

Manchester Evening News-ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მოურინიოს სურს იანვარში "მონაკოს" ფლანგის მცველის, ფაბინიოს გადმობირება. "წითელი ეშმაკები" 22 წლის ფეხბურთელის შეძენას ამ ზაფხულს ცდილობდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ ფრანგულმა კლუბმა არ ისურვა თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება.

ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელს მოურინიო ასე თუ ისე იცნობს "რელაში" ასპარეზობის დროს.

რაც შეეხება მეორე სამიზნეს, წყაროს თუ დავუჯერებთ ჟოზე მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს რაფაელ ვარანსაც აკვირდება. პორტუგალიელ სპეციალისტს ვარანეს შეძენა მაშინაც სურდა, როდესაც "ჩელსის" წვრთნიდა, თუმცა ფრანგი მცველი ადვილად დაითანხმა ზინედინ ზიდანმა, რომ დარჩენილიყი.

ვარანმა სეზონის პირველი სამი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ თუ კიდევ მოხდება ისე, რომ ის ადგილს დაკარგავს და კონკურენციას ვერ გაუწევს გამოცდილ პეპეს, ეს შეიძლება მოურინიომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

წყარო: fapl.ru
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
3 სექტემბერი 2016 16:26
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
თუ ეს ორი ფეხბურთელი დავიმატეთ, მაშინ გასაშვებია ვარელა, დარმიანი, როხო, ჯონსი.
0
№2
ავტორი: kobinio
3 სექტემბერი 2016 16:40
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Rojo crls ro ar fakides mikvirs.darmiani didi pexburteli iqneba tu ganvitarda da ar sheckvita progresi da davtovebdi siamovnebit isev maniushi da jonsi memgoni vegar moxvdeba dziritadshi
0
№3
ავტორი: Malboro463
3 სექტემბერი 2016 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვარანეს არ გაყიდის რეალი. ფლანგები კიდე მართლა გასაძლიერებელია.
ერთი მოურაც იყიდოს ამდენტან
0
№4
ავტორი: Shaw
3 სექტემბერი 2016 17:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
თუ ესენი მოვლენ ჯონსი და ვარელა უნდა წავიდეს,მაგრამ რეალი არაა ვარანის გამყიდველი
0
№5
ავტორი: GeorgeBest
3 სექტემბერი 2016 17:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარჯვენა ფლანგზე ერთი ვინგერი რა გახდა. ან მატა უნდა იდგეს ან მხითარიანი და ან ვაბშე ლეგენდა ლინგარდი no

ვარანეს შეძენა იქნება საუკეთესო ტრანსფერი ალლბათ
0
№6
ავტორი: ikeoni
3 სექტემბერი 2016 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Vnaxot aba
0
№7
ავტორი: LASHQARA
3 სექტემბერი 2016 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რომელიმე რო დაითრიოს წელს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაზე კარგი ტრანსფერები მანჩესტერმა გააკეთა love am
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 სექტემბერი 2016 20:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაბინიო მართლა კაი ფეხბურთელია
0
№9
ავტორი: stepno
4 სექტემბერი 2016 03:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Kargii iqnebaa tu davimatet eseni:-))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top