თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2016, 12:20
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1695,
კომენტარები: 9
შოუ: "თავს შესანიშნავად ვგრძნობ"
ინგლისელი მცველი საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს.
შოუ:
ლუკ შოუ დარწმუნებულია, რომ გასულ წელს ფეხზე გადატანილმა უბედურებამ იგი უფრო ძლიერი გახადა.

"პსვ"-სთან მატჩში მიღებული უცნაური და საშინელი ტრავმის გამო, შოუმ დაახლოებით მთლიანი სეზონი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, შოუ ახალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და გასულ წელთან შედარებით უკეთ დაიწყო, ასევე ნაკრებში მიწვევითაც დაჯილდოვდა.

21 წლის ინგლისელს ცუდი პერიოდის გახსენება არ უნდა და მიიჩნევს, რომ ამ დრომ იგი გააძლიერა.

"რა თქმა უნდა, არ მსურს ხალხმა დამიმახსოვროს მარცხენა მცველად, რომელმაც ახალგაზრდობაში ფეხი მოიტეხა. მსურს ტიტულების მოგება - არა მარტო "იუნაიტედში", არამედ ეროვნულ ნაკრებთან ერთად. მსურს, გამიხსენონ ჩემი თამაშით და ტიტულებით, რომლის მოგებასაც შევეცდები.

ფეხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპრობლემოდ ვპასუხობ. ვფიქრობ, ზოგიერთ ადამიანს ამის შესახებ საუბარი არ სურს, თუმცა, ჩემთვის ეს ნორმალურია. მე უპრობლემოდ ვუყურებ ჩემი ტრავმის ვიდეოს. ეს შეიძლება ცოტათი უცნაური იყოს, მაგრამ კომფორტულად ვამბობ იმის შესახებ, თავს კარგად ვგრძნობ ისე, როგორც არასდროს.

თავდაპირველად ვფიქრობდი: "ნუ თუ ასეთი ვარ?!" საბოლოოდ, ეს ჩემი ფეხია. რა თქმა უნდა, ტრავმის პერიოდში რთული დრო მქონდა, თუმცა, ახლა, როგორც პიროვნება ძლიერი ვარ,"
-ციტირებს შოუს სიტყვებს Sky Sports.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
3 სექტემბერი 2016 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
თამაშზეც ეტყობა
0
№2
ავტორი: გაბადაძე
3 სექტემბერი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ეროვნულ ნაკრებში რაგითხრა და კლუბში კი მოიგებ ტიტულებს am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: giorgi kandelakishvili
3 სექტემბერი 2016 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
მე ახალი ვარ დზმებო და მიმიღებთ

ციტატა: giorgi kandelakishvili
მე ახალი ვარ დზმებო და მიმიღებთ

?
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
3 სექტემბერი 2016 12:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
[quote=giorgi kandelakishvili]მე ახალი ვარ დზმებო და მიმიღებთ[/quote]
?[/quote]

ჩვენი გაგდებული ვინ ნახე wink welcome winked

ესეც 1კ სიახლე wink

სეზონი მართლაც შესანიშნავად დაიწყო და ვარაუდები, რომ ტრავმა ხელს შეუშლიდა არ გამართლდა. კარგია, მომწონს ამის შეტევაში ჩართვები და იმედია უფრო გააუმჯობესებს თამაშს და ფიზიკურადაც გაუმჯობესდება.
0
№5
ავტორი: LASHQARA
3 სექტემბერი 2016 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
როგორ მიხარია ამ კაცის დაბრუნება ესეთ დონეზეე და უფრო უმატებს მევასება ესეთი სტილის ფეხბურთელები მცველი რო შეტევასაც აძლიერებს თავის სისწრაფით მარსელო, ალაბა და შოუ ამ პოზიციაზე სამი საუკეთესო მცველი ნუ მცველიც არ ქვია ამ ხალხს ყველაფერი შეუძლია wink love am
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 სექტემბერი 2016 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მაგრად მიხარია, რომ შოუ დაგვიბრუნდა და იმედია კიდევ მოუმატებს winked
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
3 სექტემბერი 2016 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რო არ იცოდეს კაცმა სულ არ ეტყობა თუ ფეხი ქონდა მოტეხილი
0
№8
ავტორი: Shaw
3 სექტემბერი 2016 13:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
ძაან გამიხარდა შოუს დაბრუნება love
0
№9
ავტორი: stepno
3 სექტემბერი 2016 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love love ლუკიტოოოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top