ფეხბურთელები, რომლებმაც ამხანაგურ მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა სანაკრებო პაუზის დროს მატჩები თავიანთ ნაკრებებში ჩაატარეს.
ბელგია - ესპანეთი 0-2დავიდ დე ხეამ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თავისი მატჩი ჩაატარა, მან ბრუსელში შეძლო და კარი მშრალად შეინახა. "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველმა ნომერმა მატჩში შესანიშნავი სეივით გამოიჩინა თავი, როდესაც კევინ დე ბრუინეს არ მისცა გოლის გატანის საშუალება. დავიდის თანამემამულე ხუან მატამ კი მთელი მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა.
იტალია - საფრანგეთი 1-3საფრანგეთის რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა და მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა ანტონი მარსიალმა, ხოლო პოლ პოგბამ ორი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.
ჰოლანდია - საბერძნეთი 1-2დეილი ბლინდმა მატჩი სრულად ჩაატარა, სადაც მისი ეროვნული ნაკრები დამარცხდა. ჰოლანდიის ნაკრები ზედიზედ მეხუთე საშინაო შეხვედრაში მარცხდება, რაც 1993 წლის შმედეგ ამ გუნდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
არგენტინა - ურუგვაი 1-0ლეო მესის გოლის წყალობით არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაის მინიმალური ანგარიშით სძლია, ხოლო "იუნაიტედის" მეკარემ სერხიო რომერომ კარის მშრალად შენახვა შეძლო.
ეკვადორი - ბრაზილია 0-3მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე ბრაზილიელებმა ეკვადორელები გაანადგურეს. შეგახსენებთ, რომ მატჩში მინდორზე 90 წუთი დაჰყო ანტონიო ვალენსიამ.
წყარო:
manutd.ru