როგორც Manchester Evening News-ი გვამცნობს, "იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის ტრავმა, რომელიც მან გუშინდელ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა.
მატჩის შემდგომ სომეხ შემტევს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ის მომდევნო ამხანაგური მატჩის გამართვას დანიის წინააღმდეგ, რაზეც 27 წლის ფეხბურთელმა მოკლედ უპასუხა:"ვიმედოვნებ, რომ შევძლებ."
ამასთანავე, ჰენრიხ მხითარიანის მდგომარეობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ არც სომხეთის ეროვნულ ნაკრებს და არც "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტს.