ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბასტიან შვაინშტაიგერმა ლისაბონის "სპორტინგის" შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ჟოზე მოურინიო კი გერმანელის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მოურინიოს გეგმებში შვაინშტაიგერი არ შედიოდა, 32 წლის გერმანელმა რეზერვისტებთან ვარჯიში დაიწყო. მას შემდეგ, ბასტიანმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ "იუნაიტედი" ევროპაში მისი უკანასკნელი კლუბი იყო.
პორტუგალიური კლუბის ინტერესის შემდეგ, მოურინიო გერმანელი ვეტერანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. Daily Star-ის ინფორმაციით, ბასტიანის გადაწყვეტილებით "განსაკუთრებული" აღშფოთებული დარჩა.
წყაროს დამატებით, კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ კიდევ 2 წლის განმავლობაში, შვაინშტაიგერს "ოლდ ტრაფორდზე" დაახლოებით 18 მილიონი ფუნტის გამომუშავება შეუძლია.