თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2016, 12:30
ავტორი: The Special One,
ნანახია: 2418,
კომენტარები: 8
"მარსიალი თანმიმდევრულად უნდა გაუმჯობესდეს"
დიდიე დეშამი ანტონი მარსიალზე საუბრობს.
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი ანტონი მარსიალს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებში გამოცდის.

მოგეხსენებათ, ანტონი ლუი ვან გაალის პერიოდში მისი თამაშით გამორჩეული იყო გუნდში და კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

მიუხედავად ამისა, ახალ სეზონში 20 წლის ფეხბურთელი არ იშურებს ძალებს, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში დაიმკვიდროს ადგილი. ჯერ-ჯერობით მას გოლით არ გამოუჩენია თავი, როგორც პრემიერ ლიგაში ასევე ინგლისის სუპერთასზეც.

მარსიალი ახლა იმყოფება ნაკრებთან ერთად, სადაც "მამლები" ჯერ "სქუადრა აძურას", ხოლო შემდეგ ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

დეშამი მარსიალს ამ დროის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისკენ მოუწოდებს.

"ანტონიმ სეზონი ადრე დაიწყო. მან დიდი დრო დაჰყო მინდორზე, რაც ჩვენს სისტემასთან ძალიან განსხვავდება.

მისი თვისებებისა და ხარისხის მიუხედავად, მას უფრო სიმჭიდროვე და შეთამაშება სჭირდება. ანტონის შეუძლია ბევრი რამის გადაწყვეტა, რადგან აქვს სისწრაფე, ძალა და გოლისა და საგოლე პასის ალღო. ასეთ ასაკში, დაუღალავი შრომით იგი ძალიან ბევრს მიაღწევს.

გასულ სეზონი მან ძალიან ბევრი დრო დაჰყო მინდორზე,სწორედ ამიტომ ვერ გამოირჩეოდა ევროპის ჩემპიონატზე. მას აქვს ხარისხი. მე მას ეს ვუთხარი, მაგრამ მას ბრძოლა მართებს.

მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, მას სჭირდება ბრძოლა საკუთარ თავთან,რადგან იყოს პროდოქტიული გრძელვადიან პერსპექტივაში"
-დაასრულა ფრანგმა სპეციალისტმა.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
31 აგვისტო 2016 12:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნიჭიერი ფეხბურთელი როა ამაზე ორი აზრი არაა, მარა ძაან ხასიათის ფეხბურთელად მეჩვენება, შემართება აკლია და სისხარტე, სულ უხასიათოდაა და ეს ყვეაფერი ხელს უშლის აშკარად, იმედია შევა ფორმაში
0
№2
ავტორი: LASHQARA
31 აგვისტო 2016 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დიდ ფეხბურთს თამაშობს სერიოზული ბიჭია, ჯერ 20 წლისაა ყველაფერი წინ ააქ ეს ერთ 2 წელში ყველა გუნდს ენდომება love am
0
№3
ავტორი: tyeshela1
31 აგვისტო 2016 13:30
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
იყო სადღაციდან, შენში სარეკორდო ფასი გადაიხადოს ისეთმა კლუბმა როგორიც იუნაიტედია, მერე გახდე სეზონის საუკეთესო 19 წლის ასაკში ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, უბრალდ გადაიღალა და შევა მალე ფორმაში არაა სანერვიულო. ეცოდინება ჟოზეს როგორც დაეხმაროს
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
31 აგვისტო 2016 13:55
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ დიდი ტალანტია მარსიალი წინა სეზონში, როდესაც მოედანზე არ იყო გუნდს არაფერი გამოსდიოდა შეტევაში, ძალაინ გადაღლილია და ესაა მიზეზი იმსა, თუ რატომ ვერ თამაშობს ენტონი ისე როგოორც გასული სეზონის დასაწყისში, არადა ამ სეზონში ეპლში 2 ასისტი უკვე აქვს გააკეთებული.
0
№5
ავტორი: ikeoni
31 აგვისტო 2016 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ashkarad gadaglilia sul Ro gamoetova Es shesarchevi cikli uketesi iqneboda
0
№6
ავტორი: rooney-ibrahimovich
31 აგვისტო 2016 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
Siaxleebi dadet
0
№7
ავტორი: GeorgeBest
31 აგვისტო 2016 15:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრი რამ მოხდა ამის ცხოვრებაშიც და მაგანაც თავისი კვალი დატოვა ალბათ, ძაან გადაიღალა თან. ყველაფერი მალევე დალაგდება
0
№8
ავტორი: dachi_mu
31 აგვისტო 2016 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
აქეთ ცოლს გაშორდა,იქეთ გადაიღალა ლუიმ იმენა გამოწურა ბოლომდე შარშან,ჩვენ კი გვინდა რო ისევ ისეთი იყოს მარა ესაა 20 წლის ბიჭი ნუ დაგვავიწყდება.. smile დახმარება სჭირდება და გადალახავს ყველაფერს ჟოზეც აქარაა? აუცილებლად გააუმჯობესებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top