თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2016, 19:34
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3221,
კომენტარები: 13
შვაინშტაიგერი "იუნაიტედში" თამაშზე ოცნებობს
ბასტიანი საკუთარ სიტუაციას განმარტავს.
შვაინშტაიგერი
ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" შემადგენლობაში დაბრუნებას კვლავ იმედოვნებს.

32 წლის გერმანელი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის და მეტიც, ბასტიანი რეზერვისტთა გუნდში ვარჯიშობს.

მიუხედავად ამ სიტუაციისა, ბასტიანი მოურინიოსთან კონფლიქტს გამორიცხავს და "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას არ აპირებს და პირველ გუნდში გადასვლის იმედი აქვს.

"ჩემი აბსოლუტური ოცნება მდგომარეობს იმაში, რომ დავბრუნდე "იუნაიტედის" შემადგენლობაში გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

ჩვენ განვიხილეთ ჩემი სიტუაცია. ჟოზე მოურინიოსთან პრობლემა არ მაქვს. ჩვენ კარგად ვისაუბრეთ და მან ყველაფერი საკუთარი თვალსაზრისით ამიხსნა. ვიცი, თუ რა სურს "მანჩესტერ იუნაიტედს". ვიცი, თუ რა მსურს მე. მოდით დაველოდოთ და ვნახოთ, თუ რა იქნება სექტემბერში.

მხოლოდ ერთი რაღაცის თქმა შემიძლია: ფეხბურთის დასრულებას არ ვაპირებ. მე მჯერა საკუთარი ოსტატობის. თუ შანსს მივიღებ, "იუნაიტედს" დავეხმარები,"
-ციტირებს გერმანელის სიტყვებს ESPN

ბასტიანმა ასევე ამერიკაში გადასვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

"ამერიკაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა. ამჟამად, იქ გადასვლა შეუძლებელია. "იუნაიტედში" ასპარეზობაზე ვოცნებობ. თუ მომეცემა შანსი, მას გამოვიყენებ. საკუთარი თავის მჯერა. გასულ წელს, ჩემი საქმე არც თუ ისე ცუდად შევასრულე, მაგრამ შემდეგ ტრავმები მივიღე. შესაძლოა - ამერიკა ჩემთვის ლოგიკური ვარიანტი იყოს,"

წყარო: Fapl.ru

ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
30 აგვისტო 2016 19:36
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
არ მგონია სადმე წავიდეს,ევროპულ გუნდში არ გადავალო და ალბათ მომავალ წელს დაგვტოვებს , რაც არ მეწყინება საერთოდ lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: tyeshela1
30 აგვისტო 2016 19:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ერთხელ დააყენოს ფელაინის მაგივარდ იქნება რას შვება
0
№3
ავტორი: The Special One
30 აგვისტო 2016 20:17
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: tyeshela1
ერთხელ დააყენოს ფელაინის მაგივარდ იქნება რას შვება

ტრამვა აქ , ან ამას დააყენებს ან შინდლერას smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: rooney-ibrahimovich
30 აგვისტო 2016 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
Midi naocha miaweqi
0
№5
ავტორი: Legend Sir Alex
30 აგვისტო 2016 20:41
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მიდი ბასტი არ დანებდე ძაან მაგარდ მევასები, ძალაინ ბედნიერი ვიყავი მაშინ როცა გავიგე, რომ იუნაიტედში ითამაშებდი.
0
№6
ავტორი: ikeoni
30 აგვისტო 2016 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Aucileblad micems shans❤️
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
30 აგვისტო 2016 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არამგონია ათამაშოს ჰერერა დადგება
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
30 აგვისტო 2016 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან გაუჭირდება პირველ გუნდში დამკვიდრება
0
№9
ავტორი: makaveli
31 აგვისტო 2016 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
mezizgeba y liverpuli, magram!!! joze shen sh eg ca livepoolis panobam yvelaprisatvis, bastianis gamo pirvel rigdhi da mere imis gamo ro gaushvi mteli axalgazrdoba .. aravin gamomixtet ra exa .. umizezod ar aramashebs bastis es y l e portugalieli oditganve ar mevaseboda da dgemde igive azrze var.. me im manchesteris baleshiki var visac su ezizgeboda mou da ara is vinc ojaxs aginebda da cudi mcvrtnelia ar vargao da dges magis mzes ipiceben !!!!
0
№10
ავტორი: LASHQARA
31 აგვისტო 2016 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რა დრო დადგა ბასტი იხვეწება ძირითადში დამაყენეთო ისე უნდა მიცეს უეჭველი შანსი 2-3 თამაშში თუ დაუმტკიცა რო ძველი ბასტიაა დატოვოს ძირითად გუნდში ესე ამ კაცის მოსროლა არ შეიძლება ფეხბურთის უპატივცემულობაა winked am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top