სერბი მცველი და ინგლისელი ვინგერი გამოკვლევის პასუხს ელიან, რომელიც აჩვენებთ, თუ რამდენად სერიოზულია მათი დაზიანება.კვირას სერ ალექსის ბიჭებმა დაამარცხეს ლივერპული ”ოლდ ტრაფორდზე” და შეინაჩუნეს შვიდ ქულიანი სხვაობა უახლოეს მდევარ ”სიტისთან”.გამარჯვების ფონზე, მანჩესტერისთვის რამდენიმე ცუდი ფაქტიც მოხდა.ეშლი იანგს და ნემანია ვიდიჩს მოედნის დატოვება თამაშის დასრულებამდე მოუწიათ.
როგორც DaIly Mail იუწყება, ორშაბათს ორივე ფეხბურთელმა გაიარა გამოკვლევა და ახლა კლუბის ხელმძღვანელობა ელოდება პასუხს.ეშლი იანგმა დაზიანება პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო, როდესაც იგი ლივერპულის ფეხბურთელს შეეჯახა და მოედანზე მოუხერხებლად დაეცა.ვიდიჩმა კი ტრავმა მარჯვენა მუხლის არეში მიიღო, რაც მისთვის ”აქილევსის ქუსლად” იქცა.არანაირი პასუხი ჯერ არ გაუცია კლუბის ხელმძღვანელობას ამ ფაქტთან დაკავშირებით.