მას შემდეგ რაც უელბეკმა შესანიშნავად ჩაატარა მატჩი "სან მარინოს" წინააღმდეგ პრესა რუნი-უელბეკის დუეტზე ალაპარაკდა, საუბარია იმაზეც, რომ ნაადრევი ხომ არ იყო ვან პერსის ყიდვა. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია, მთავარია რა ხდება მოედანზე. რაც შეეხება თავად უელბეკს ის მოხარულია, რომ გაიტანა ორი გოლი და ყველაზე მეტად რუნისთან ერთად თამაშით არის ნასიამოვნები. "პა სპორტი" ციტირებს უელბეკის სიტყვებს, "ჩემი და უეინის ერთად თამაში სასარგებლოა, როგორც ნაკრებისთვის ასევე "იუნაიტედისთვის", რადგან ჩვენ ძალიან ბევრი დამუშავებული კომბინაცია გვაქვს, ხან ერთი ვართ საჯარიმოში ხან მეორე და ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა." მან ასევე განაცხადა, რომ მოხარულია "იუნაიტედში" თამაშით და ძალიან სიამოვნებს, სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. ინგლისის ნაკრებს შემდეგი თამაში 16 ოქტომბერს აქვს გასამართი, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ, სწორედ იქ უნდა წარმოაჩინოს უელბეკმა თავი თუ რა შეუძლია.