თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2016, 13:26
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3682,
კომენტარები: 20
შოუ: "საუკეთესო გრძნობაა"
შოუ მატჩის შემდეგ.
შოუ:
ლუკ შოუმ გუშინდელ მატჩში მიღწეული საოცარი გამარჯვების შემდეგ, MUTV-სთან ემოციები ვერ შეიკავა.

"მე ეს მიყვარს. ვფიქრობ, ემოციური თვალსაზრისით ეს იყო საუკეთესო მათ შორის, რაც კი ოდესმე მოედანზე ვიგრძენი.

ეს იყო დაუჯერებელი გრძნობა, რომლის დაბრუნების შესახებ გასახდელში ყოველთვის ამბობდნენ. როგორც ვთქვი, ეს ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს, ასეთ გამარჯვებას არა ერთხელ მივაღწევთ.

გულშემატკივრების ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ გრძნობას უფრო განსაკუთრებულს ხდიდა. როგორც ფეხბურთელი, ჩვენ შეგვეძლო იმის ხილვა თუ რამდენად ახარებდათ ფანებს შედეგი და მათ ნახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი ჩვენთვის.

მატჩის დროს, რამდენიმე თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებდით შესვენებას. ჩვენ არ დავაგდეთ ტემპი და შევქმენით უამრავი შანსი. საბოლოოდ, მარკუსმა საჭირო გოლი გაიტანა და გამარჯვება მოგვიტანა,"


21 წლის მცველმა ცვლილებებთან დაკავშირებით მწვრთნელის გადაწყვეტილებით კმაყოფილება გამოთქვა. შოუს აზრით, სწორედ მოედანზე შემოსულმა ფეხბურთელმა შეძლეს გამარჯვება:

"მათ თამაშის დინამიკა, თითქმის მთელი თამაში შეცვალეს. მწვრთნელს გადაწყვეტილებისთვის მადლობას ვუხდით,"

ჟურნალისტებთან ლუკმა რეშფორდზეც ისაუბრა: "ის ახალგაზრდა ტალანტია, რომელსაც წინ დიდი კარიერა ელოდება. იმედი მაქვს, იგი ყოველ მატჩში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას შეძლებს.

ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვსურს. ამჟამად, საერთაშორისო შესვენებაზე უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება, შემდეგ კი დერბის სახით დიდი მატჩი გველოდება.

ვიცით, რომ ჩემპიონობისთვის ყველა თამაში გვეხმარება,"
ახალი ამბები, ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 აგვისტო 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
შედის ნელნელა ფორმაში შოუც love
0
№2
ავტორი: jokero89
28 აგვისტო 2016 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
wink
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
28 აგვისტო 2016 13:41
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ტრავმა რომ მიიღო ყველა და მათ შორის მეც ვამბობდი, რომ მინიმუმ ნახევარი სეზონი მაინც დასჭირდებოდა ფორმაში შესვლას, მაგრამ როგორც ცანს მოვტყუვდი. ძალიან სწრაფად შევიდა ფორმაში და ყოველ მატჩში კარგად გამოიყურება.
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
28 აგვისტო 2016 13:54
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
როგორ დაეტყო მარცხენა ფლანგს ლუკ შენი დაბრუნება, მიხარია როხოს ერთ უჯრედიან მომქედებებს, რომ აღარ ვუყურებ. გენეცვალე ლუკ, ძალაინ მაგარი ბიჭი ხარ ყოველთვის მჯეროდა იმ შენთვის მძიმე პერიოდში, რომ შენ დაბრუნდებოდი და ისევ შეძლებდი მაღალ დონეზე თამაშს, ძალაინ გაფასებ ლუკ შენ იუნაიტედის ლეგენდა უნდა გახდე, ეს შენი მაქსიმუმიც არაა რისი ჩვენებაც შენ შეგიძლია, ცოტა ხანში შენ, შენ კუთვნილ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იქნები. love
0
№5
ავტორი: kantona-7
28 აგვისტო 2016 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
შოუ რამაგრად გვეკლდა წინა სეზონში და როგორ ეტყობა მარცხენა კრაის მისი კარგითამაში>>>>ძალიან დიდი იმედიმაქვს ჩვენი ახალგაზრდების ძალიან კაი სასტავი გვეზრდება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: SANDROGRIGA
28 აგვისტო 2016 15:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Kargad itamasha shawm gushin... Shedis formashi
0
№7
ავტორი: t123123
28 აგვისტო 2016 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
smolingi sastabshi day ene

smolingi sastabshi day ene
0
№8
ავტორი: GeorgeBest
28 აგვისტო 2016 16:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემპიონობა სწორედ ასეთი მატჩების მოგებით მიიღწევა. სუპერ თასი, ზედიზედ სამი მოგება და სიტისთან მატჩს გუნდი იდეალურ განწყობაზე ვხდება

შოუ უმატებს და მაგრად მიხარია, ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის თავის პოზიციაზე და ძალიან დიდი პოტენციალიც აქვს, შეტევაში განსაკუთრებით მაგარია, სჭირდება რაღაცების დახვეწა და ამასაც იხედავს
0
№9
ავტორი: rooney-scholes
28 აგვისტო 2016 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Es matchi runis ekutvnis
0
№10
ავტორი: manuchari
28 აგვისტო 2016 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ჰოუ მაგარი კაცია ცოტა ერიდება ბრძოლებში ჩაბმას მაგრამ მესმის მისი დიდი ტრამვა მოიშუშა ახლახან მაგრამ არაუშავს ერთი ორი თამაში და მაგიც გამოსცორდება თან უკეთეს ფორმაში ჩადგება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top