გუშინ, გაიმართა პრემიერ ლიგის მე-3 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა. "KCOM სთედიუმზე" ადგილობრივი "ჰალი", რომელსაც 2 ჩატარებულ მატჩში 6 ქულა ჰქონდა, ამავე სტატისტიკის მქონე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა.
მატჩის ბედი, 91-ე წუთზე "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა გადაწყვიტა. რეშფორდი მოედანზე 71-ე წუთზე შემოვიდა და ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ოფიციალურ მატჩებში პირველად მიიღო მონაწილეობა.
ამრიგად, მორიგი გამარჯვების შემდეგ, გოლების თანაფარდობის გათვალისწინებით "მანჩესტერ იუნაიტედი" 9 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.