თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2016, 13:13
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3805,
კომენტარები: 16
მოურინიო: "მარსიალი მოლოდინებს ამართლებს"
მოურინიომ მარსიალის თამაში შეაფასა
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მარსიალის სათამაშო ხარისხზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი უგოლო მატჩებისა, ანტონი მოლოდინებს სრულიად ამართლებს.

"როცა კლუბი არა განსაკუთრებულ, არამედ საშუალო დონეზე თამაშობს, მაშინ გამოჩნდება ხოლმე ფეხბურთელი, რომელიც მოწოდების სიმაღლეზეა. გასულ სეზონში, მარსიალის არ ყოფნა სამი ქულის არ ქონას ნიშნავდა. მიმდინარე სეზონში, მარსიალის გოლები არ გვინახავს, მაგრამ ვნახეთ სამი გამარჯვება. ამჯერად. სხვა ფეხბურთელები იტანენ გოლებს და ეს გუნდისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მომენტია. ანტონი კარგ თამაშს აჩვენებს და ამ ეტაპზე, მისგან მეტს არ ველი.

მას წინა-სასეზონო მომზადება არ გაუვლია და პოგბას თუ არ ჩავთვლით, გუნდს ყველაზე გვიან შემოუერთდა. ზოგიერთს მეტი დროც სჭირდება ახალ სეზონზე შესაგუებლად, მაგრამ ვფიქრობ, ის კარგ ფორმაშია და კარგი სეზონიც ექნება."
- განაცხადა მოურინიომ

მოურინიოს ახალწვეულ ჰენრიხ მხითარიანზეც ჰკითხეს, რომელსაც სრული დებიუტი ჯერ "იუნაიტედში" არ ჰქონია.
"ვიცი, რომ ჰენრიხი სუპერ ფეხბურთელია და ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ვერ ვიჩქარებ და ვერ შეგპირდებით, რომ ის ყველა მატჩში მიიღებს მონაწილეობას, გულწრფელად რომ გითხრათ, მოედანს მიღმა მისი დატოვება ძალიან რთულია. მაგრამ თუ ხუან მატას სათადარიგოზე დავაყენებ, შემდეგ მეტყვით რომ მისი გაგდება მინდა. თუ მარსიალს არ ვათამაშებ, ის კრიზისშია, ეშლი იანგის უთამაშებლობაზე კი დაწერთ, რომ მე ის არ მომწონს. ასეთია სამწუხარო რეალობა დღევანდელ საფეხბურთო მედიაში" - აცხადებს მოურინიო.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
27 აგვისტო 2016 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
100%-იანი სიმართლე თქვა....! ყველაფერი ისე ჩამოაყალიბა როგორც არის... აი ამიტომაც ძალიან მაგრად მევასება მოუუუუუუუუუუუ am love
0
№2
ავტორი: tedore
27 აგვისტო 2016 13:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ყველაფერს სწორს ამბობს მოუ ვინც არ უნდა დასვას სკამზე რაღაცას მაინც მოფიქრებენ ძირითადში ის ითამაშებს ვინც უკეთეს ფირმაში იქნება ყველა ერთად ვერ გავა მოედანზე ეს ფაქტია არადა მეორე სასტავიც ისეთი გვყავს ერთი კაი გუნდი დადგება
0
№3
ავტორი: gegesha
27 აგვისტო 2016 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მაინც რაღაც მაწუხებს მოუ რო ჩვენი მწთვრთნელია,მაგრამ ფაქტია ჯერჯერობით ყველაფერი სასიკეთოდ ხდება...
0
№4
ავტორი: WeAreUnited
27 აგვისტო 2016 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
მეორე სასტავიც რომ ეგეთი გვყავს იმიტომ მოვიგებთ წელს პლს და რო გადაიწვება ეს ცენზურა აუგერო მერე ვისაუბრებთ დანარჩენზე კაცმა გათვალა ვინ და რა დროს დაჭირდება ზუსტი გეგმა აქვს ასე მგონია :) წესლ ტრიპელ ძმა მიდი მოუ მიდი :)
0
№5
ავტორი: Legend Sir Alex
27 აგვისტო 2016 13:41
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
უფრო უნდა მოუმატოს მარსიალმა გაცილებით მეტი შეუძლია, გახურდება ჩემპიონატი, დაიწყება ევროპის ლიგა, თასები და ყველას ექნება საკამრისი სათამაშო დრო. ამ დროისათვის ბევრი კოზირი ყავს მოურინიოს და ძაან მაგარია.
0
№6
ავტორი: gela-manutd
27 აგვისტო 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მიდი მაუ
0
№7
ავტორი: kantona-7
27 აგვისტო 2016 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მართალია მოუ ყველა ერთად ვერათამაშებს და ყველა გულშემატკივარს თავისი საყვარელი ფეხბურთელიყავს და რაცარუნდა მოინდომოს მოუმ მაინც ვიგაც დარჩება მოედნის გარეთ და ვიგაც უკმაყოფილო რადგან მისი ფავორიტი არათამაშა>>>მაგალითად მატა და მხითარიანი ავიღოთ ან მარსიალი დეპაი>>>>>>>ასერომ მე მჯერა მოუსი და ბევრი წარმატების
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: dachi_mu
27 აგვისტო 2016 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოუ იმიტო მოვიყვანედ მწვრთვნელად რო ვენდობით,მისი ხედვების გვჯერა ( ნუ უფროსობაზე ვამბობ wink ) მის საქმეებში ჩარევა კიდევ არაა სწორი,მითუმეტეს გუნდი მშვენივრად გამოიყურება ხომ? smile დავმშვიდდეთ და ვისიამოვნოდ ფეხბურთით
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
27 აგვისტო 2016 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ზუსტად ილაპარაკა
0
№10
ავტორი: ikeoni
27 აგვისტო 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Cvetshi bazrobs joze))❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top