The Daily Mail-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით "წითელი ეშაკების" ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველი, ანდრეას პერეირა იჯარით კარიერას "გრანადაში" გააგრძელებს.
ხუთშაბათს, ბრაზილიელი ესპანეთში უნდა წასულიყო მას შემდეგ, რაც მოურინიომ მას პირადად უთხრა, რომ მიმდინარე სეზონში იგი მის გეგმებში არ შედიოდა.
20 წლის შემტევი, რომელმაც გასულ სეზონში ლუი ვან გაალის დროს 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, გახდება მეოთხე მოთამაშე, რომელიც გუნდს ბოლო კვირაში იჯარით დატოვებს.
"გრანადა" გასულ სეზონში ლალიგიდან გავარდნის ზღვაზე იყო, თუმცა, ადგილი მაინც შეინარჩუნა. მიმდინარე სეზონშ, ესპანელებმა პირველი მატჩი "ვილიარეალთან" ჩაატარეს და ფრედ 1:1 დაასრულეს.