ცნობილია, რომ თუ თქვენ "ოლდ ტრაფორდზე" პირველ ტაიმში მარცხდებით, მაშინ თითქმის წარმოუდგენელია, რომ "იუნაიტედს" სამი ქულა მოპაროთ. რაოდენაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამის გაკეთება მესამე ათწლეულია ვერავინ მოახერხა. არა მარტო "პრემიერ ლიგის" დაარსებიდან არამდე მთელი ფერგიუსონის ერის განმავლობაში, თუ "იუნაიტედი" პირველ ტაიმს იგებს, მაშინ ის ახერხებს მინიმუმ ერთი ქულის აღებას. ბოლოს ესეთი რამ 1984 წლის 7 მაისს დაფიქსირდა, როდესაც "იპსვიჩ თაუნმა" პირველ ტაიმში 1-0 დამარცხების შემდეგ, მიჩ დევრეის და ალან სანდერლენდის გოლებით 2-1 დაამარცხა "წითლები". მაშინ ჯერ კიდევ მარგარეტ ტეტჩერი ქვანახშირის მომპოვებელ კავშირებს ებრძოდა ხოლო საბჭოთა კავშირი ბოიკოტს უცხადებდა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას. იმ საღამოს "ლივეპულმა" 5-0 გაანადგურა "ქოვენთრი სიტი" და მოიპოვა რიგით მე-15 ჩემპიონშიპი. რონ ატკინსონის "იუნაიტედმა" მოაგროვა "მერსესაიდელებზე" 6 ქულით ნაკლები და გავიდა მეოთხე ადგილზე. ასე, რომ პირველი დივიზიონის ბოლო 8 წლის და "პრემიერ ლიგის" პერიოდში "იუნაიტედი" არ მარცხდება, თუ ისინი იგებენ პირველ ტაიმს. "პრემიერ ლიგის" დაარსებიდან, "იუნაიტედი" 212-ჯერ ლიდერობდა პირველი ტაიმის შემდეგ, აქედან 200 მათი გამარჯვებით დამთავრდა, ხოლო 12 ფრე. ბოლოს ეს კვირას "ლივერპულთან" გასამართ შეხვედრაში მოხდა, სადაც რობინ ვან პერსის ზუსტი დარტყმის შემდეგ პირველი ტაიმი "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა.მეორე ტაიმში ვიდიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა, შემდეფ კი დანიელ სტარიჯმა ერთი ბურთი გაქვითა. მიუხედავად ამისა, ორი წლის წინ "ვესტ ბრომვიჩი" ძალიან ახლოს იყო 3 ქულა წამოეღო პირველ ტაიმში 2-0 მარცხის შემდეგ, თუმცა მათ მხოლოდ გათანაბრება მოახერხეს. ასევე იყო "ჩემპიონთა ლიგაზე" "ბაზელის" წინააღმდეგ სადაც შვეიცერელებმა 2-0-დან მატჩი 3-3 დაასრულეს.