თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2016, 12:18
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2373,
კომენტარები: 8
რუნი: "ჟოზეს მეთოდებს ვეგუებით"
რუნი მატჩის წინ.
რუნი:
"იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ "ჰალ სიტისთან" მატჩის წინ, ვარჯიშის დროს განაცხადა, რომ მოთამაშეები ჟოზე მოურინიოს მეთოდებს ეგუებიან, რომელიც მიზნად ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას ისახავს.

MUTV-სთან საუბრისას, "KCOM სთედიუმზე" გასამართი მატჩის წინ, რუნიმ განაცხადა, რომ ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდება, რომლებმაც სეზონის დასაწყისში შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.

"რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულია. ყველა მწვრთნელს აქვს თამაშისთვის მზადების განსხვავებული ხერხი, ვარჯიშისა და თამაშის სხვადასხვა გზები.

ჩვენ, როგორც მოთამაშეებმა, მწვრთნელის დავალებები უნდა შევასრულოთ და უნდა ვეცადოთ მენეჯერის გეგმები მოედანზე გადატანას.

სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ გავაკეთოთ, საბედნიეროდ, სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ. ამ კვირას კარგად ვემზადებით და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში ცდილობ მაქსიმუმის გაკეთებას და მოგებას.

ამ სეზონში ჩვენ ნამდვილად, ნამდვილად კარგი შენაძენები გვყავს. ისინი აქ ძალიან სწრაფად დამკვიდრდნენ და თქვენ ნახეთ გავლენა, რომელიც მათ მოედანზე მოახდინეს. იმედი მაქვს, რომ ისინი და სხვა მოთამაშეები ამის კეთებას გააგრძელებენ. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ ნამდვილად კარგი სეზონი გვექნება,"


"ჰალ სიტისთან" მატჩის წინ, რუნიმ "ვეფხვების" მთავარ მწვრთნელ, მაიკლ ფელანზე ისაუბრა, რომელიც ადრე სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე იყო, რომელთან ერთადაც რუნი წლების განმავლობაში მუშაობდა:

"ის სერ ალექსთან და ჩვენთან ძალიან დიდი ხანი მუშაობდა. "ჰალმა" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ის ამ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში გაწვრთნის, კარგ შედეგსაც აჩვენებს,"

წყარო: ManUtd.com

ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
26 აგვისტო 2016 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Shrek daujeret mous <3
0
№2
ავტორი: stepno
26 აგვისტო 2016 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოურინიო კიდევ ერთხელ დაამტკიცებს როო უბრალოდ შეუდარებელია და მას შეუძლია მანჩესტერს აბსოლიტურად ყველა ტიტული მოაგებინოს ეს პირველ ორ მატსი გამოჩნდა ბიწები რა მოტივირებულები იყვნეენ რაც ვანგაალის და მოიესის დროს უბრალოდ არ ქონდაც საერთოდ. უდიდესი მნიშვნელობააქ მწცრთნელს ფეხბურთში და ეს სერ ალექხმა ყველაზე კარგად დაამტკიცა და ამის კიდევ ერთხელ დაამტკიცებს მოუუუ love love feel
0
№3
26 აგვისტო 2016 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ჰალ სიტის ზღაპარი დასრულდება
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
26 აგვისტო 2016 13:00
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მიდით მიდით :) შედეგი დაიდოს
0
№5
ავტორი: jokero89
26 აგვისტო 2016 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
xval didi dgea
0
№6
ავტორი: ikeoni
26 აგვისტო 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Aucileblad unda movigot rtuli sezoni iqneba da eset tamashebshi qulebis dakargva arafrit ar sheizleba
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
26 აგვისტო 2016 16:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაეგ ფორმაშია ჰალი ამიტომ იოლი თამაში არ იქნება
0
№8
ავტორი: manuchari
27 აგვისტო 2016 06:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
იოლი ჩამაც არ არის უნდა ითამაშო და გუნდი უნდა კარგად შეაფასო ყველა გუნდთან გულით უნდა ითამაშო და კველაფერი კარგად იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top