ოთხშაბათ საღამოს გაიმართა ინგლისის იგის თასის მე-2 ტურის დასკვნითი მატჩები, რის შემდეგაც გაიმართა მესამე რაუნდის კენჭისყრა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასის სტარტზე საკმაოდ იოლ მეტოქეს, "ნორტჰემპტონს" დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტურის შემდეგ ჩემპიონატს გამოეთიშნენ პრემიერ ლიგის ახალწვეულები "მიდლსბრო" და "ბერნლი", ხოლო მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ "ბორნმუთი" და "სანდერლენდი". აღნიშვნის ღირსია ის, რომ "შავ კატებს" მომდევნო ეტაპის საგზური ადნან იანუზაიმ მოუპოვა, რომელმაც 83-ე წუთზე მეტოქე გუნდის კარი დალაშქრა.