მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა პირველი კომენტარი გააკეთა კლუბში თავის სიტუაციასთან დაკავშირებით.
32 წლის ფეხბურთელი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით იგი ჟოზე მოურინიოს გეგმებში სულაც არ შედის,თუმცა თავად ბასტიანმა განაცხადა,რომ ის არ აპირებს გუნდის დატოვებას.
"მანჩესტერ "იუნაიტედი" იქნება ჩემი ბოლო კლუბი რომელშიც ევროპის მასშტაბით ვითამაშებ.-დაწერა ბასტიანმა თავის ფეისბუქ გვერდზე.-მე პატივს ვცემ სხვა კლუბებს,მაგრამ "იუნაიტედი" ერთადერთი გუნდია, რომლის გამოც მე შევძლებდი "ბაიერნის" დატოვებას.
თუ კი კლუბს დავჭირდები,მე მზად ვიქნები ვითამაშო.ეს არის ყველაფერი რისი თქმაც შემიძლია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს იმ გასაოცარი მხარდაჭერისთვის,რომელიც გამოიჩინეს მათ ჩემს მიმართ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში."