ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ მარკუს რეშფორდი ნაკრებში არ იქნება გამოძახებული იმ შემთხვევაში, თუ იგი კლუბში სათამაშო პრაქტიკას არ მიიღებს.
პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელს არც ერთი წუთი არ უთამაშია, რის გამოც "დიდი სემი" მიიჩნევს, რომ 18 წლის ფორვარდისთვის ნაკრების კარები დახურულია.
"რეშფორდი არ თამაშობს, ამიტომ მიუხედავად წინა სეზონისა, მისი შემადგენლობაში ჩართვა ძალიან რთული იქნება.
ის კვლავ ძალიან ახალგაზრდაა. რა უნდა ვუთხრა მას? მიდი, ითამაშე 21-წლამდელთა ნაკრებში, მიიღე გამოცდილება, სათამაშო პრაქტიკა და ითამაშე რეგულარულად, რაც ნაკრებსა და "იუნაიტედში" დაგეხმარება? თქვენ უკვე იცით, თუ როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს სიტუაცია,"-განუცხადა ელერდაისმა Manchester Evening News-ს.
"დიდმა სემმა" სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის განაცხადი კვირას უნდა გამოაქვეყნოს.