ანდერ ერერა, მაიკლ კერიკი და ლუკ შოუ "იუნაიტედის" ახალწვეულ, ერიკ ბაიის საოცარი სტარტის შემდეგ აქებენ და კოტ დ'იუვარელს "მხეცსა" და "ნამდვილ მცველს" უწოდებენ.
ერიკ ბაიი ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი გახდა. 8 ივნისს, აფრიკელი ცენტრალური მცველი "იუნაიტედს" ესპანური "ვილიარეალიდან" შეუერთდა, რამდენიმე ჩატარებული მატჩით თავი გამოიჩინა და "წითელ არმიაზე" დიდი ყურადღება მიიქცია.
ერიკ ბაიიზე კომენტარი MUTV-სთან პირველმა, ანდერ ერერამ გააკეთა:
"ვფიქრობ, ერიკს ძალიან დიდი ტალანტი აქვს. ის ნამდვილი მხეცია. ის ძალიან, ძალიან ძლიერი, სწრაფი და ჭკვიანი ფეხბურთელია. ის არასდროს მიდის რისკზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან როდესაც ჩვენ გვაქვს ბურთი ან ბურთით ერიკია, ვიცით, რომ ის არანაირ შარში არ გაგვხვევს.
როდესაც მოწინააღმდეგეს აქვს ბურთი ის ძალიან სწრაფად მოქმედებს და შეგვიძლია პრესინგი, რადგან იგი სივრცეებს გვიტოვებს. ერიკი ძალიან კარგია მეორე სართულზეც, არის ენერგიული, ბურთთან იგი როგორც გიჟი ისე მიდის და იგებს უამრავ ბურთს. მან ეს ყველაფერი კარგად გააკეთა ჯეიმი ვარდის წინააღმდეგ, რომელიც გასული სეზონის ერთ-ერთი მოთამაშე იყო, მიუხედავად ამისა ერიკი თავს კარგად გრძნობდა და თითქმის ყველა დუელი მოიგო.
ჩვენ მისით ძალიან ბედნიერები ვართ. სეზონი დიდხანს გრძელდება, ამიტომ მოედანზე ჩვენი ფორმა უნდა შევინარჩუნოთ, ერიკი კი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგი ახალგაზრდაა და ძალიან სწრაფად ვითარდება,"
ბაიის განვითარებითა და სეზონის დასაწყისით ძალიან განცვიფრებულია მაიკლ კერიკი. მან ჟურნალ United Review-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალგაზრდა თანაგუნდელზე ისაუბრა: "როგორც ჩანს, ერიკს დაცვაში თამაში ძალიან სიამოვნებს.
დღეს არ ხდება ისე, როგორც უნდა იყოს ფეხბურთში - ვფიქრობ, ყველა მცველი კონცენტრაციას უნდა ახდენდეს ბურთის დაჭერაზე. ერიკი ნამდვილი მცველია. მან "უემბლიზე" შესანიშნავად ითამაშა და დარწმუნებული ვარ, რომ ის დღითიდღე გაუმჯობესდება,"
აფრიკელ თანაგუნდელზე და ახალწვეულზე კომენტარი ლუკ შოუმაც გააკეთა: "ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. ერიკი იმდენად შემდგარია ბურთთან, რომ იცის, როდის მოიპოვოს ის და როდის ითამაშოს ზურგით.
დაცვაში ის შესანიშნავია და მის სიახლოვეს გვერდით ავლა არავის შეუძლია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენ აქ გვყავს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და უკანასკნელ მატჩებში გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის,"