თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2016, 13:30
ავტორი: giochinio,
ნანახია: 2824,
კომენტარები: 10
"ოლდ ტრაფორდი'' არასდროს დაგტოვებს იმედგაცრუებულს"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,

მე თქვენ კიდევ ერთხელ გწერთ კარგი კვირის შემდეგ,რომლის დროსაც ჩვენ ვმუშაობდით გამარჯვების მოსაპოვებლად. გასულ პარასკევს მოპოვებული გამარჯვება განსაკუთრებული იყო,არა მხოლოდ იმით, რომ ჩვენ პარასკევ საღამოს ვითამაშეთ,რაც საკმაოდ იშვიათია თუკი ევრო ტურნირებზე არ იღებ მონაწილეობას,არამედ იმითაც, რომ ეს იყო ამ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე".

წარმოიდგინეთ, ატმოსფერომ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევიგრძენით ხალხის მხარდაჭერა, რაც აუცილებელია, თუ კი გვსურს გავხადოთ "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ყოველი თამაში განსაკუთრებული. ჩემი აზრით, ეს ასევე აუცილებელია ფანებთან ერთგვარი ქიმიის დასამყარებლადაც, რათა ჩვენი სტადიონი სხვა გუნდებისთვის ძალიან მკაცრი ადგილი გახდეს.

ჩვენ სოლიდური მატჩი ჩავატარეთ "საუთჰემპტონთან" და მოვიპოვეთ მეორე გამარჯვება პრემიერ ლიგაში ჩატარებული 2 ტურის შემდეგ. ახლა აგვისტოა და ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ რამდენიმე საკითზე. კარგად ვიცით,რომ გვაქვს უამრავი გზა განსავითარებლად.

შაბათს ჩვენ რთული მატჩი გველის "ჰალ სიტის" წინააღმდეგ. ეს არასდროს ყოფილა ადვილი, მით უმეტეს ისინი შედიან იმ ოთხეულში, რომლებმაც მოიგეს პირველი ორი მატჩი ჩემპიონატში. ისინი დაბრუნდნენ პრემიერ ლიგაში და აქვთ გასაოცარი სტარტი. ჩვენ კი კარგი ფორმის შესანარჩუნებისთვისა და 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ.

გკოცნით.

ხუანი
მატას ბლოგი
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 აგვისტო 2016 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
იმედია დარჩები და მნიშვნელოვანი ფუგურა იქნები გუნდისთვის ხუანიტო love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 აგვისტო 2016 13:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Koveltvis sasiamovnoa Matas blogis kitxva :))
0
№3
ავტორი: mogeba
23 აგვისტო 2016 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
მატა მატა კარგი ბიჟია მე მაგის იმედი მაქ
თავიდანვე კა იყო ზალიან საჟირო ფეხბურტელია. laughing
0
№4
ავტორი: PaLoMo
23 აგვისტო 2016 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
Vudvordi wyalobs:-) is southamtontan swori shecvla gaaketaa.very iyo mtlad kargii minda to mxitos ufro meti dro misces
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: gela-manutd
23 აგვისტო 2016 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მატუნია
0
№6
ავტორი: levionok
23 აგვისტო 2016 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: O Neil
Vudvordi wyalobs:-) is southamtontan swori shecvla gaaketaa.very iyo mtlad kargii minda to mxitos ufro meti dro misces

მხითოს უჭირს ადაპტაცია,დორტმუნდშიც გაუჭირდა და ვფიქრობ აქაც გაუჭირდებ,რამოდენიმე კარგი თამაი უნდა ჩაატაროს რომ გაიხსნას,ის მაგარია მაგრამ არაა იბრაგიმოვიჩი რომელიც უცბათ გადის ადაპტაციას

ვფიქრობ მომავალ წელს გრიზმან წავიყვანთ და ჩემპიონთა ლიგას მაგრად შევუტევთ,წელაც ვერ გახდება ატლეტიკო ჩემპიონი რაც გამოიწვევს იმას რომ იმეონე წავა და გრიზმანის გადმოყვანაც გაადვილდება,ფრანგების ყოლა გუნდშიც დიდ გავლენას მოახდენს...თუ წელ მხითომ ვერ გაამართლა მას მეორე წელი არ ექნება დარწმუნებული ვარ
0
№7
ავტორი: dybbuk
23 აგვისტო 2016 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ძაან დადებითი ადამიანია დიდ პატივს ვცემ მატას
0
№8
ავტორი: გაბადაძე
23 აგვისტო 2016 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მოუს მოსვლა ამის პონტში .მეშინოდა რო გაუშვებდა მარა დატოვა და ძან კაი ქნა ❤❤
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№9
ავტორი: jokero89
23 აგვისტო 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
amas male mxitariani chaanacvlebs
0
№10
ავტორი: stepno
24 აგვისტო 2016 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემი აზრიტ მთელი სულით და გულით უყვარს ამ კაცს მანჩესტერი მაგრამ მხითო ჯობია ამის მაგივრად სასტავში დარწმუნებული ვარ გაცილებით პროდუქტიული იქნება რავიცი მე ეგრე მგონია რო მხითო სკამის კაცი არაა feel
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top