თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2016, 10:54
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2305,
კომენტარები: 10
ბუფონი: "პოგბას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს"
ბუფონი ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს.
ბუფონი:
"იუვენტუსის" ლეგენდარულმა კიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ პოლ პოგბას საკუთარი სათამაშო სტილისგან გამომდინარე, შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს.

"თუ პოგბას გაუმართლებს, ის ზიდანისა და პლატინის დონის გახდება. ეს ბიჭი მოედანზე ნამდვილი მეომარია, რის გამოც ის ასეთ ტალანტს ფლობს. ის, თუ როგორ აკონტროლებს ბურთს და როგორ გადაჰყავს გუნდი დაცვიდან შეტევაში, ჩვეულებრივი არ არის. ჩვენთვის ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა ძალიან მძიმეა.

ფეხბურთელების ლეგენდარულ მოთამაშეებთან შედარება ყოველთვის ჩვეულებრივი არ არის, მაგრამ პოლის თამაშში პლატინისა და ზიდანის თამაშის დეტალების ამოცნობა შეიძლება.

ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ პოლი პრემიერ ლიგაში წარმატებებს მიაღწევს. შესაძლოა, მას ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდეს, მაგრამ ვფიქრობ, ის წარმატებული იქნება და იცნობს კლუბს, რაც უფრო კარგია.

მიუხედავად ამისა, ყველაზე მთავარი ვარჯიშისა და მატჩის დროს საქმისადმი მისი ასეთი საოცარი დამოკიდებულებაა. ჩვენ იგი ძალიან მოგვენატრება, რადგან პოლს გუნდის ყველა წევრთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა,"
-აცხადებს იტალიელი მეკარე.

წყარო: ManUtd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: mogeba
23 აგვისტო 2016 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
არის კიდეც ჯიჯი wink
0
№2
ავტორი: gela-manutd
23 აგვისტო 2016 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჩვენთან გახდება კიდეც
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 აგვისტო 2016 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯიჯიიიიი love

ყველას დიდი იმედები აქვს და დარწმუნებული ვარ პოგბა ამ იმედებს აუცილებლად გაამართლებს winked
0
№4
ავტორი: REDmonday
23 აგვისტო 2016 12:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება მოედანზე და დარწმუნებული ვარ ბევრს გადამწყვეტ მომენტებში და თამაშებში თავსაც გამოიჩენს
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
23 აგვისტო 2016 12:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საამისოდ ყველაფერი აქვს და მთავარი მონდომებაა. არ დავიწყებ ამაზე საუბარს, ყველას მოგეხსენებათ პოგბას შესაძლებლობები love იმედია ჩვენთან ყველაფერს გამოიყენებს და იმედგაცრუებული ტრანსფერი არ იქნება, რაში ეჭვიც არ მეპარება
0
№6
ავტორი: stepno
23 აგვისტო 2016 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თავიდანვე შეეტყოო პოგბას როგორი შემართებითაა დაა დარწმუნებული ვარ ყველა ტიყტულს მოიგებს მანუს მაისურით პოგბიტო feel
0
№7
ავტორი: dybbuk
23 აგვისტო 2016 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
საცოდაობაა ეს გუნდი ლიგაზე რო არაა
0
№8
ავტორი: ikeoni
23 აგვისტო 2016 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ძალიან დიდი მომავალი აქვს love
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
23 აგვისტო 2016 13:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Didi imedi gvaq pogbasi
0
№10
ავტორი: GeorgeBest
23 აგვისტო 2016 14:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეგ რო არ შეეძლოს 120 მილიონი კი არ ეღირებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top