"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, რონ ატკინსონი მიიჩნევს, რომ ზლატანს ამ სეზონში 20 ბურთის გატანა შეუძლია.
შვედმა "საუთჰემპტონთან" მატჩში დუბლი გაიფორმა. თავდაპირველად იბრამ მეტოქის კარი რუნის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით აიღო, ხოლო შემდეგ გოლის გატანა პენალტით მოახერხა.
"რაც ყველაზე მეტად თავდაჯერებულობას მმატებს არის ის, რომ გუნდში გვყავს ბომბარდირი, რომელსაც გააქვს გოლები,"-განუცხადა ატკინსონმა "წმინდანებთან" მატჩის შემდგომ MUTV-ს.
"მე ვუყურებ ზლატანის მატჩებს და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ის სეზონს 20-გოლიანი მაჩვენებლით დაასრულებს. სამართლიანად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი თამაშის შემდეგ შეგიძლია იკითხო, თუ სად არის ის? იბრაჰიმოვიჩი არც ისე დინამიური ფეხბურთელია და არ დარბის მთელ მოედანზე, რადგან იგი 34 წლისაა.
ის ამას არ გააკეთებს, თუმცა თუ შანსი მიეცა, მას აუცილებლად გამოიყენებს. ჩვენ უკვე ვნახეთ მისი ორი შესანიშნავი თავური დარტყმა. მე არ ვიცოდი, თუ რამდენად კარგი იყო ის სუპერთასის მატჩში საჰაერო ბრძოლაში და ეს უკანასკნელ მატჩში ვნახე. ჩვეულებრივ, ზლატანი ასოცირდება ფეხით შესრულებულ აკრობატულ ილეთებთან და შორეული დისტანციიდან გასროლილ ზუსტ ბურთებთან,"-დასძინა ატკინსონმა.