ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ის მომდევნო თვეს 23-კაციანი შემადგენლობიდან სათამაშო პრაქტიკას ყველას მისცემს.
"წითლებმა" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს და ზედიზედ 3 შეხვედრაში შეძლეს გამარჯვება. "იუნაიტედს" სატურნირო ცხრილში, გოლების სხვაობით, მხოლოდ თანაქალაქელი "მანჩესტერ სიტი" ასწრებს.
შაბათის ცხრილის შემდეგ, "იუნაიტედს" მანჩესტერული დერბის სახით დიდი მატჩი და დატვირთული გრაფიკი ელოდება, სწორედ ამიტომ, პორტუგალიელი საკუთარი გეგმების დალაგებას ახლა იწყებს.
"ყველა მოთამაშე კარგად მუშაობს და საკუთარ თავს შესანიშნავად წარმოაჩენს. მიუხედავად ამისა, ყველა მატჩი - მატჩია და მე ვაანალიზებ მეტოქეს და ჩემს გუნდს.
ვცდილობ, ავარჩიო საუკეთესო ფეხბურთელები და ვიცი, რომ თამაშის მიღმა დარჩენილი ფეხბურთელების იმედგაცრუების შეცვლა არ შემიძლია. რეალობა არის ის, რომ მყავს 23-კაციანი ჯგუფი. ამ ჯგუფზე დაყრდნობით, უნდა იყო ნამდვილად კარგი ფეხბურთელი. ამ მომენტში ისინი გრძნობენ სიტუაციას, რადგან ახლა კვირაში ერთი მატჩია, მაგრამ სექტემბერში ყველა ითამაშებს,"-აცხადებს ჟოზე.