ანტონიო ვალენსიამ "მანჩესტერ იუნაიტედის'' ესპანელ ნახევარმცველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერერას მიაჩნია, რომ ანტონიო მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია.
ანტონიო ვალენსიამ, რომელიც "იუნაიტედში" ლეგენდარულმა ალექს ფერგიუსონმა 2009 წელს მოიყვანა, უკვე მოიპოვა ჟოზე მოურინიოს ნდობა, საწყის 2 ტურში ანტონიომ "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და მიმდინარე ტურის სიმბოლურ აკრებშიც მოხვდა.
ანდერ ერერა მიიჩნევს, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვალენსიას დონის მხოლოდ "იუვენტუსის" ახალწვეული დანია ალვეშია.
"ვფიქრობ, რომ ანტონიო ვალენსია მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია,"-განუცხადა ერერამ MUTV-ს
"ვიცი, რომ ის არაა ნომინალური მცველი, რადგან მან უნდა ითამაშოს როგორც გარემარბმა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო მარჯვენა მცველი ამ დროისათვის. მას მხოლოდ დანი ალვეშს შევადარებდი, რადგან ბრაზილიელიც ძალიან მომწონს.
როდესაც ხარ მარჯვენა მცველი და თამაშში შეგიძლია სწრაფად ახვიდე შეტევაში 6-ჯერ ან 7-ჯერ გამოდის, რომ ფეხბურთი ესმის.
ბურთზე კონტროლის დროს ვიცი, რომ ანტონიო შეტევის დასაწყებად და პასის მისაღებად ყოველთვის მზადაა.
ვფიქრობ, რომ გუნდისათვის ანტონიო ამ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს და კლუბში 7 წელია ასპარეზობს.