თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2016, 20:40
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3581,
კომენტარები: 20
იბრაჰიმოვიჩი: "იუნაიტედს" შეუძლია პრემიერ ლიგა მოიგოს"
შვედს პრემიერ ლიგის მოგება სურს.
იბრაჰიმოვიჩი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც პრემიერ ლიგის საწყის 2 ტურში 3 გოლის გატანა მოახერხა, დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედს" შეუძლია ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგოს. "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგა ბოლოს 2012-2013 წლების სეზონში მოიგო.

"იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით საწყის 2 ტურში ორჯერვე იმარჯვა. "იუნაიტედმა" სტუმრად "ბორნმუთი" 1-3 დაამარცხა, ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონს" 2-0 სძლია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც "მანჩესტერს" ამ ზაფხულს "პარის სენ-ჟერმენიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, სეზონი მშვენიერი სტარტით დაიწყო, მან საწყის 2 ტურში 3 გოლის გატანა მოახერხა.

34 წლის ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "იუნაიტედს" შეუძლია ამ სეზონშივე მოიგოს პრემიერ ლიგა. მაგრამ ზლატანი აღიარებს, რომ ამის მისაღწევად საკმაოდ გრძელი და ძნელი გზის გავლაა საჭირო.

"მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია პრემიერ ლიგის მოგება, მე ამის მჯერა,"-განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

"მაგრამ ჩვენ ამის მისაღწევად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩვენი მეტოქე დავამარცხოთ.

ამჟამად ორიენტირებული ვარ, დავეხმარო ჩემს გუნდს გამარჯვების მოპოვებაში, წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია გოლს ვინ გაიტანს, ჩემთვის მთავარია გუნდმა გამარჯვება მოიპოვოს. დიახ, კარგია, რომ საწყის ორ ტურში 3 გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია."

სეზონი გრძელია, ჩვენ უფრო კარგად ვიმუშავებთ და ნელ-ნელა უფრო მოვუმატებთ, ასე რომ, ვნახოთ, სეზონის ბოლოს რა შედეგი გვექნება,"


"იუნაიტედი" მომდევნო მატჩს პრემიერ ლიგაში ახლად გადმოსულ "ჰალ სიტის" წინააღმდეგ მომდევნო შაბათს გამართავს.

წყარო: Goal
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 აგვისტო 2016 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პრემიერ ლიგა კი არა მომავალ წელს ლიგას ველოდებით ზლატან winked wink
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
22 აგვისტო 2016 20:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამ სეზონში ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და ლოგიკურად ასეთი "პერესტროიკა" wink wink ოთხეულისთვის არ გაგვიკეთებია. სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ძალიან, ძალიან რთული შეხვედრები გველის და ეს "სიტიდან" იწყება. დერბიც გადაწყვეტს ვინ იქნება პირველ წრეში ლიდერი და ვინ არა, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია . ჯერჯერობით მხოლოდ ყველა მატჩში ქულების მაქსიმუმის აღებაზე უნდა ვიფიქროთ
0
№3
ავტორი: jokero89
22 აგვისტო 2016 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ყველაზე მთავარია სიტის დამარცხება და მაგით ითქმება ყველაფერი winked
0
№4
ავტორი: mogeba
22 აგვისტო 2016 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325


















მეც სიტი მგონია მთავარი კონკურენტი მაგრამ იმედია მაო მოუგებს 10 სექტემბერს ველოდებო დალიან















სიტის უნდა მოუგოთ მთავარი კონკურენტი ეგ იქნება ჩვენი მთელი გუნდის იმედი მაქ. manutd manunited



0
№5
ავტორი: ikeoni
22 აგვისტო 2016 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Imedia zlatan❤️
0
№6
ავტორი: dachi_mu
22 აგვისტო 2016 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Sul agvnishnavdi,rom mirchevnia gundma ver moigos magram kargi pundameti da momavlis imedi davinaxodqo.. Magram ise moxda ro tan moviget da tan momavlis dzalian didi imedi gagvichnda... :) albat yvelaze presimist gulshematkivarsac aevso guli imedit
0
№7
ავტორი: shotkin
22 აგვისტო 2016 22:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ესეთი მანჩესტერი დიდი ხანია არ მინახავს ალბათ ფერგის დროს მქონდა ანალოგიური განცდები, გუნდი რეალურად უდიდეს პოტენციალს ფლობს მწვრთნელიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე ამას ემატება თამაშის ხარისხიც რომელსაც ყველა ხვდება რო გავაუმჯობესებთ და ეს გვაძლევს უდიდეს თვითრწმენას. ჩემი აზრით სიტისთან თამაში იქნება ფსიქოლოგიური ბარიერი ანუ თუ დავამარცხეთ უდიდეს უპირატესობას მოვიპოვებთ ფსქოლოგიურად უშუალო კონკურენტთან და ზოგადად პრემიერლიგის მოსაგებად. წელს სიტი მიმაჩნია ყველაზე დიდ კონკურენტად, ლივერპულს ვერ მივიჩნევ იმიტომ რომ კლასი აკლიათ და შორს ვერ წავლენ ეგეთი ფეხბურთელებით თუმცა 4 ეულისთვის ბრძოლა მაგათთვის რეალურია , ჩელსი ზედიზედ 2 ე ტურია ბოლო წამებში იმარჯვებს და სულ ასე არ გაუმართლებთ მაგათაც გაძლიერება ჭირდებათ და არსენალზე ლაპარაკიც ტეხავს მოკლედ ეს დერბი იქნება ძალიან დიდი დატვირთვის მქონე ყველა ასპექტში და მითუმეტეს ოლდ ტრაფორდზე უნდა მოვიგოთ
0
№8
ავტორი: გაბადაძე
22 აგვისტო 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
სიტი იასნა მნიშვნელოვანი თამაში არი მარა არც ჰალთან არ მგონია ადვილი გასეირნება გამოვიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№9
ავტორი: Legend Sir Alex
22 აგვისტო 2016 23:06
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ასეთი პოტენციალი მანჩესტერს ფერგის მერე არ ჰქონია, ძალაინ ძლიერი შემადგენლობა გყვავს და თავისუფლად შეუძლია გუნდს ეპლს მოგება, პირველი ორი ტურიდან გამომდინარე იუნაიტედის კონკურენტად სიტი მიმაჩნია, ლივერპული როგორც ყოველთვის ძაან არა სტაბილურია, არსენალი ისეთ დღეშია შესაძლოა ოთხეულშიც ვერ მოხვდნენ, ჩელსაც აკლია ჯერ ბევრი იმისათვის, რომ ეპლ მოიგონ აგერ 2 თამაში ბოლო წუთებზე მოიგეს, ტოტენჰემი, ლესტერი, ვესტ ჰემი, ევერტონი, ლივერპული, არსენალი ოთხეულისათვის იბრძოლებენ. ერთი სული მაქვს 10 სექტემბერი როდის მოვა.
0
№10
ავტორი: JuanMata
22 აგვისტო 2016 23:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სიტისთან დიდი იმედი მაქვს მოვიგებთ, არაა ჯერ გუნდი კარგად შეკრული, ბევრი პრობლემა აქვს, დაცვა დირკაა.

ძაან ზევით წევს დაცვის ხაზს და გაუჭირდება მანჩესტერთან, შოუ, ვალენსია, მარსიალი ფლანგებიდან დიდ პრობლემებს შეუქმნის. ჟოზემ იცის ამ ტაქტიკის წინააღმდეგ კარგად თამაში.

ნახევარდაცვაშიც გადავუვლით, შეტევაშია ერთი საშიში, მაგრამ სავარაუდოდ მოუ უკან დადგება და სწრაფ კონტრშეტევებზე ითამაშებს.
გაუჭირდებათ პოზიციურად მანჩესტერის დაცვის გარღვევა, არ ჰყავს აქ პეპს მესი და ინიესტა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top