"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, პოლ პოგბამ გუშინდელი დებიუტი შეაფასა და განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებით ბედნიერია.
"ძალიან ბედნიერი ვარ, აქ დაბრუნებით თავს დიდებულად ვგრძნობ. შედეგით მოხარული ვარ. არ ვიცოდი, ვითამაშებდი თუ არა 90 წუთი, მაგრამ მწვრთნელი მენდო და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გამარჯვებისთვის მოვედი, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძვი. პირველივე შეხებისას ბურთი დავკარგე, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა. ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ სეზონში გრანდიოზულ გამარჯვებებს შემოგვთავაზებს", - განაცხადა პოლ პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველის "იუვენტუსიდან" "იუნაიტედში" გადაბარგებამ მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მანამდე ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად გარეტ ბეილის ტრანსფერი ითვლებოდა, რომლის სანაცვლოდ სამეფო კლუბმა "ტოტენჰემს" 100 მილიონი ევრო გადაუხადა.