23 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა, რომელიც ცოტა ხნის წინ "იუნაიტედს" სარეკორდო თანხად შეუერთდა, თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედში". ფრანგის გუნდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლის წყალობით "საუთჰემპტონი" 2-0 დაამარცხა.
პოგბამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. ფრანგმა კარის მიმართულებით 4-ჯერ დაარტყა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო მაჩვენებელი იყო. პოგბამ 72 გადაცემა მიითვალა, რომელიც გუშინდელ მატჩში ასევე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.