დღეს "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "საუთჰემპტონს" უმასპინძლა.
მოურინიომ "ოცნებების თეატრში" პირველ ოფიციალურ მატში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქის დამარცხება და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს პოლ პოგბას დებიუტი შედგა. ფრანგმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ.