თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2016, 22:27
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 6190,
კომენტარები: 37
"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"
ფორმაცია, რომლითაც პორტუგალიელმა "იუნაიტედი" უნდა ათამაშოს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 160 მილიონი ფუნტი დახარჯა, ჟოზე მოურინიო ახალ შენაძენებთან ერთად კი შეეცდება სამწლიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედი" პირველ ადგილს დაუბრუნოს. მოგეხსენებათ, ბოლოს წითლებმა ჩემპიონატი 2013 წელს ლეგენდარული ფერგიუსონის თაოსნობით მოიგეს.

ახალწვეულთა შორისაა პოლ პოგბა, რომელიც გუნდს "იუვენტუსიდან" სარეკორდო 89 მილიონ ფუნტად დაუბრუნდა. პოგბასთან ერთად ვუდვორდმა გუნდში ერიკ ბაიი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიხ მხითარიანი მოიყვანა.

ერიკ ბაიი 22 წლისაა, რამდენიმე თვის წინ ის ჯერ კიდევ უცნობი ფეხბურთელი იყო, რომელიც "ვილიარეალის" ღირსებას იცავდა, ასე რომ, ახალგაზრდა კოტ დივუარელს ადაპტაციისათვისა და განვითარებისთვის ცოტაოდენი დრო დასჭირდება.

ბაიისგან განსხვავებით, პოგბა, ზლატანი და მხითარიანი ევროპული ჩემპიონატების ვარსკვლავებად მოიხსენებიან და მათგან "იუნაიტედში" სწრაფ სტარტსა და წარმატებებს ელოდებიან.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"
ჟოზეს პირველი ტიტული


იმისათვის, რომ ყოველივე ეს მოხდეს, მოურინიოს სწორი განლაგებისა და შესაბამისი სტრატეგიის შერჩევა მოუწევს, რათა ამ ფეხბურთელებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. მაშასადამე, რომელი სათამაშო სქემა უნდა აირჩიოს პორტუგალიელმა სუპერ სპეციალისტმა, რომ პოგბა, მხითარიანი და იბრაჰიმოვიჩი ერთნაირად გამოსადეგი და სასარგებლონი იყვნენ? რაღა თქმა უნდა, 4–3–3.

მოურინიოს 4–3–3.


თავის ბოლო ორ კლუბში, "რეალსა" და "ჩელსიში" მოურინიო 4–2–3–1 სქემით თამაშობდა, ანუ იმავე სქემით, რასაც ახლაც "იუნაიტედში" თამაშობს. პორტუგალიელი ორ ნახევარმცველს სხვადასხვა ამპლუაში იყენებს: ჩამშლელი ნახევარმცველი "ბოქს–თუ–ბოქს"–თან კომბინატორთან, რომელსაც ეძლევა უფრო მეტი თავისუფლება, ვიდრე პირველს. "რეალში" ასე იყო ალონსოსა და ხედირასთან მიმართებაში, "ჩელსიში" კი ასეთი წყვილი მატიჩი–ფაბრეგასი იყო, პირველს უფრო მეტი დამცველობითი ფუნქციები ეკისრებოდა.

ორი ცენტრალური ხავბექის ზემოთ კი სამი შემტევი ნახევამრცველი თავსდებოდა: რონალდუ, ოზილი, დი მარია "რეალში", აზარი, ოსკარი, ვილიანი კი- "ჩელსიში". სამი ასეთი შემტევი ნახევარმცველიდან ერთს ყოველთვის ნაკლები შეზღუდვები ჰქონდა, დანარჩენ ორს კი მეტი აქტიურობა მართებდა და მეტად უნდა ეთამაშათ პრესინგი, როცა ბურთი მოწინააღმდეგეს ჰქონდა. ყველაზე მეტ აქტიურობას სწორედ რონალდუ და აზარი იჩენდნენ საკუთარ გუნდებში.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"

როგორადაც ეს შეიმჩნევა, მოურინიომ "იუნაიტედში" ქვემოთ განლაგებული ხავბექების ზოლში შნეიდერლინი, კერიკი და ერერა აირჩია, ხოლო შემტევ ნახევარმცველებში მარსიალი, რუნი ,მატა, ან ლინგარდი ან მხითარიანი. ცეტრფორვარდის პოზიციაზე უსიტყვო კანდიდატი იბრაჰიმოვიჩია.

#POGBACK ან როგორც თქვენ გნებავთ- პოგბას დაბრუნება.

"იუვეში" პოგბა ყველაზე ხშირად მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა სამი ხავბექის ტრიოში, 3–5–2 სქემაში. მას ყოველთვის აზღვევდა ჩამშლელი, რომელიც მის უკან იყო, ხოლო მარჯვნივ კი მას მეწყვილედ ფიზიკურად ძლიერი და ათლეტური ვიდალი, შემდეგ კი ხედირა ჰყავდა. პოგბა ყველაზე მეტ სარგებელს სწორედ ამ თავისუფლებიდან იღებდა, შეეძლო ერთი საჯარიმოდან მეორეში ჩასვლა, დარტყმა, საგოლე გადაცემის გაკეთება, გატანა, მოკლედ ის იდეალურად იყენებდა თავის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. ქვემოთ მოცემული გრაფიკა იმ ზონებს მიგვითითებს, რომლებზედაც პოგბა თავის გავლენას ახდენდა და გაკეთებულ პასებს, გრაფიკა მოიცავს იტალიის ჩემპიონატის ორ მატჩს, სადაც პოგბა მატჩის საუკეთესოდ აღიარეს, სადაც მან საგოლე გადაცემასთან ერთად გოლის გატანაც მოახერხა.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"
მატჩი "კიევოსთან".


"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"
მატჩი "ტორინოსთან".


ინფოგრაფიკა შესანიშნავად გვიჩვენებს, თუ რამდენად იყო პოგბა კარგი, როცა მას თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. ითამაშებს რა პოგბა სიღრმეში კერიკთან, დაიკარგება მისი პროდუქტიულობა. რამდენად კარგი მეპასე არ უნდა იყოს კერიკი, რომელმაც მართლაც ბევრი გააკეთა "იუნაიტედისთვის", 35 წლის ასაკში მას არ ეყოფა სისწრაფე იმისათვის, რომ პოგბასთან ერთად იდეალური წყვილი ჩამოაყალიბოს.

სხვა კუთხით თუ შევხედავთ, პოგბას ნახევარდაცვის ნაკლები სისწრაფის კომპენსირება თავისი გრძელი ფეხებით შეუძლია. მას შეუძლია იყოს ყველგან, ითამაშოს პრესინგი, ჩაჭრას გადაცემა, შეაჩეროს შეტევა, მაგრამ განა ჩვენ ამას მოველით ფეხბურთელისგან, რომელშიც სარეკორდო 89 მილიონი ფუნტი გადავიხადეთ? ევროპის ჩემპიონატზე პოგბას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ნაკრების თამაშზე გავლენას ვერ ახდენდა. მაგრამ ეს დეშამის დანაშაული უფრო გახლდათ, ვიდრე თვითონ პოგბასი, სწორედ მან დაავალა პოლს ეთამაშა ჩამშლელად, ყოფილიყო ახლოს დაცვასთან, სინამდვილეში პოგბამ ეს ყველაფერი კარგად შეასრულა.

"იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა გადავიდეს 4–3–3 სქემაზე, სამი ხავბექით, რომ პოგბამ "მომგებიანად" ითამაშოს, ჩამშლელად კერიკი, ხოლო მარჯვნივ მომუშავე ერერა ან ათლეტური შნეიდერლინი. ასეთ განლაგებაში პოგბა ფორმაში ჩადგომისთანავე შეძლებს თავისუფლად ითამაშოს და ამასთან, გაუხსნას ზონები თავის პარტნიორებს.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"

უეინის სამყარო ? აღარ.

მოურინიომ 4–3–3 სცადა "ჩელსიში" და სცადა ტრიუმფალურ "ინტერში". ის ასევე იყენებდა 4–3–3–ს მადრიდის "რეალში", ასე რომ, ეს სქემა მისთვის ნაცნობია.

განლაგება 4–2–3–1, რომელიც წინასასეზონო მატჩებსა და პრემიერ ლიგის პირველ ტურში ვიხილეთ, იდეალურად ეწყობა მხოლოდ ერთ ადამიანს უეინ რუნის. მაგრამ, ალბათ, რუნის ასაკიდან და ფორმიდან გამომდინარე აღარ უნდა ღირდეს გამონაკლისების დაშვება.

თავის პირველსავე პრესკონფერენციაზე მოურინიომ განაცხადა, რომ რუნი აღარ დაკავდება ნახევარდაცვით, რომ ის იქნებოდა "ათიანი", ან "ცხრიანი" ან შესაძლოა "რვიანიც".

გამოდის, რომ "ცხრიანი" ზლატანის მიერაა დაკავებული, თქვენც კარგად იცით, რომ ასაკისდა მიუხედავად, შვედი უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს მეტოქის კართან.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"

შესაფერი ვარიანტი ინგლისელისთვის არის "ათიანი", თამაში შვედის უკან, მაგრამ ბურთის ცუდი მიღება და პოზიციის უდისციპლინობა (რუნი ძალზედ ხშირად ჩადის ღრმა ნახევარდაცვაში, რათა ბურთი მიიღოს, მისი პოზიცია კი ცარიელია), მიუთითებს, რომ ნაკლებად თუ გამოდგება ის ამ პოზიციაზე. 4–2–3–1 სქემაში რუნის ამ პოზიციაზე იდეალურად შეცვლიდნენ ხუან მატა ან ჰენრიხ მხითარიანი, თუ, რა თქმა უნდა, მოურინიო ამ სქემით გააგრძელებს თამაშს.

"ათიანის" პოზიცია შეიძლება ხელშემშლელი გამოდგეს შვედისთვის, რადგანაც მას უყვარს უკან დახევა, ბურთის მიღება, მეტოქის ფეხბურთელების მოტყუება და ჩართულ ვინგერებზე ბურთის გადაწოდება.

პარიზში ზლატანი სწორედ ასე თამაშობდა, მას უდიდესი თავისუფლება ჰქონდა შეტევაში. გაინტერესებთ, რა განლაგება იყო? 4–3–3 და არანაირი "ათიანი". ქვემოთ ფოტოზე მოცემულია ზონები, რომლებზედაც იბრაჰიმოვიჩი ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა "კანთან" და "ნიცასთან" მატჩებში. თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ზლატანი ძალიან ხშირად ამოდის "ათიანის" პოზიციაზე.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"
ზლატანი "კანთან" მატჩში.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"
ზლატანი "ნიცასთან" მატჩში.

გადამაადგილებელი მხითარიანი.

სომეხი ასევე დიდ სარგებელს მოიტანს, თუ არ იქნება "ათიანის" პოზიცია. გასულ სეზონში ჰენრიხი 4–3–3 სქემაში მარჯვენა ვინგერად გამოდიოდა "დორტმუნდის" რიგებში. მაგრამ "დორტმუნდს" ახასიათებს თავისი მობილობა, ამიტომ ის მატჩის მსვლელობისას ხშირად იცვლიდა სქემას, ერთვებოდა რა 3–1–4–2 სქემაზე, სადაც მხითარიანი უკვე ობამეიანგის უკან ასპარეზობდა, ანუ თამაშობდა "ათიანის" პოზიციაზე.

თუ გერმანელებს "ათიანზე" ეყოლებოდათ ფეხბურთელი, მაშინ ვინგერ მხითარიანს უკვე ყველანაირად შეეზღუდებოდა თავისუფლება და ის ვერ გაიხსნებოდა. ქვემოთ მხითარიანის გავლენის ზონები და გაკეთებული პასებია მოცემული "ვერდერთან" და "აუგსბურგთან" მატჩებში. ორივე მატჩში გერმანელები 4–3–3 სქემით თამაშობდნენ, სომეხი ორივეგან იყო მარჯვენა ვინგერი და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენად ხშირად შემოდის ის ცენტრში და ცდილობს თამაშზე საკუთარი გავლენის მოხდენას.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"
"აუსგბურგთან" მატჩი.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"
"ვერდერთან" მატჩი.

მოურინიო თამაშის მიმდინარეობისას ხშირად არ შეცვლის სათამაშო სქემას, მაგრამ თუ მხითარიანს 4–3–3 სქემაში დავსვამთ მარჯვენა ფლანგზე, ის საკუთარი ზონიდან ბევრს მოუტანს "იუნაიტედის" შეტევას, მეტოქის მცველებს კი უფრო მეტად გაუჭირდებათ მისი შეჩერება.

ამასთან, შემტევი ნახევარმცველის ზონაში სომეხი უფრო პროდუქტიული იქნება, რადგანაც მას უყვარს პასების გაკეთება როგორც ფლანგებზე, ისე შეტევის ზონაში. მხითარიანი ძალიან სწრაფია, კარგად ფლობს ბურთს და იყენებს ორივე ფეხს, აქვს კარგი დარტყმა და მიზანი, არ დაგვავიწყდეს, რომ მან გასულ სეზონში 20 გოლის გატანა მოახერხა. ეს მიუთითებს, რომ ვინგერის როლი და "ათიანის" არყოფნიდან გამოთავისუფლებულ ზონაში მისი შეჭრა მეტად სასარგებლო იქნება, რადგანაც ის ბევრ მომენტს შეუქმნის ზლატანს და ყველაფერთან ერთად, თვითონაც შეეძლება მომენტი პირადად დაასრულოს.

"ჟოზე, აირჩიე 4-3-3, რუნის ადგილი ძირითადში აღარაა"

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოურინიოს ფავორიტი სქემა 4–2–3–1–ია და ის მას ძნელად თუ შეცვლის, მაგრამ მოურინიო ყველაზე დიდი პრაგმატიკოსია და ის პირველი დაინახავს და მიხვდება, თუ რამდენად სარგებლიანი იქნება ახალი სათამაშო სქემა მისი ამ ფეხბურთელებისთვის.

რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ უნდა იყოს "იუნაიტედისთვის" უეინ რუნი, კარიერის ამ ეტაპზე მისი ადგილი უძლიერეს თერთმეტეულში აღარაა.

ახალწვეულების სტატუსი უბრალოდ შეუდარებელია, ახალმა სათამაშო სქემამ კი შესაძლოა "იუნაიტედი" ძველ დიდებას დაუბრუნოს.

წყარო:FourFourTwo
სტატიები
37 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
18 აგვისტო 2016 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
თუ არ მოუმატა ან რაღა უდა მოუმატოს ამან აწე და სამომავლოდ მაგის ადგილს ძირითადში მართლა ვერ ვხედავ.
ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც უკეთესი ვარიანტი უნდა ეძებოს
0
№2
ავტორი: Dato Sirabidze
18 აგვისტო 2016 22:44
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Malboro463
თუ არ მოუმატა ან რაღა უდა მოუმატოს ამან აწე და სამომავლოდ მაგის ადგილს ძირითადში მართლა ვერ ვხედავ.
ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც უკეთესი ვარიანტი უნდა ეძებოს

პრობლემაა ,ცენტრი იბრა, ფლანგები მარსიალი და მხითარიანი, ჩამშლელი ქერიქი(მორგანი), პოგბა და ერერა, მართლაც კაი სქემაა მაგრამ რუნია და ვერ ვიმეტებ sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№3
ავტორი: gela-manutd
18 აგვისტო 2016 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love სგსგ ავტორ მაგარი სრარიაა
0
№4
ავტორი: dachi_mu
18 აგვისტო 2016 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კაროჩე გარჩევას ვერაფერს ვერ დაუწუნებ,მარა აქ ერთი რამე არაა გათვალისწინებული,რუნი ეხა თუ ჩადის უკან ბურთის მისაღებად,3-4 ღამაშში აღარ ჩავა, იმიტო რო შეეჩვევა გუნდს და ახალ ტაქტიკას ..... smile
0
№5
ავტორი: Dato Sirabidze
18 აგვისტო 2016 22:58
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: dachi_mu
კაროჩე გარჩევას ვერაფერს ვერ დაუწუნებ,მარა აქ ერთი რამე არაა გათვალისწინებული,რუნი ეხა თუ ჩადის უკან ბურთის მისაღებად,3-4 ღამაშში აღარ ჩავა, იმიტო რო შეეჩვევა გუნდს და ახალ ტაქტიკას ..... smile

გეთანხმები რომ ვერაფერს დაუწუნებ, აქ რაც წერია ანუ ქაღალდზე იდეალურია, მოურინიო ალბათ მოსინჯავს ამ წყობას მაინც, არ იქნება გლობალური ცვლილებებიო თვითონ თქვა, მაგრამ თამაშებში შეიძლება შეცვალოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ რუნის სკამზე ვერ დავსვამ, საერთოდაც მე ფერგის 4–4–2 მომენატრა recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№6
ავტორი: pogba.
18 აგვისტო 2016 23:05
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
rooneya me ver gavimeteb
0
№7
ავტორი: PaLoMo
18 აგვისტო 2016 23:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
რუნი რო დახიოს უკან? მაინც კი თამაშობდა ლ.გ ს დროს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: LASHQARA
19 აგვისტო 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აუ ერთი ორი თამაში დასვას რა რუნი რო ნახოთ რა დისბალანსი იქნება გუნდში. შეტევას ისე ვერ ამწვავებს როგორც ადრე მაგრამ ნახევარდაცვას და დაცვას ეხმარება ყველგაანაა და აბალანსებს გუნდის თამაშს ეგრეთწოდებულ შავ სამუშაოს ასრუებს რაც არასდროს არ ჩანს ისე როგორი სირთულისაცაა შესასრულებლად winked love am რუნის მე ვერასდროს გავუშვებდი სახლში ძალიან უსამართლობა იქნება ...
0
№9
ავტორი: runi runi
19 აგვისტო 2016 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
თუ აკვირდებით რუნის გრძელი პასები ფლანგებზე კარგად გამოსდის და ჩემი აზრით ვაფშე უკნიდან რო ითამაშოს კარგი იქნება. ხისტია მებრძოლია და ძალიან გამოცდილი. იბრა რუნიზე ბევრად ნელია მარა ზატო ტვინის ზედმეტობას განიცდის და მაგიტომაც არის ლომი როგორც საკუთარ თავს უწოდებს. :)
0
№10
ავტორი: dachi_mu
19 აგვისტო 2016 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: dachi_mu
კაროჩე გარჩევას ვერაფერს ვერ დაუწუნებ,მარა აქ ერთი რამე არაა გათვალისწინებული,რუნი ეხა თუ ჩადის უკან ბურთის მისაღებად,3-4 ღამაშში აღარ ჩავა, იმიტო რო შეეჩვევა გუნდს და ახალ ტაქტიკას ..... smile

გეთანხმები რომ ვერაფერს დაუწუნებ, აქ რაც წერია ანუ ქაღალდზე იდეალურია, მოურინიო ალბათ მოსინჯავს ამ წყობას მაინც, არ იქნება გლობალური ცვლილებებიო თვითონ თქვა, მაგრამ თამაშებში შეიძლება შეცვალოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ რუნის სკამზე ვერ დავსვამ, საერთოდაც მე ფერგის 4–4–2 მომენატრა recourse

ბაბუს მონატრება სულ სხვა თემაა,მარა ბოლოს ბაბუც აღარ მიმართავდა 2 თავდამსხელით თამაშს,თუ გუნში ყველა თავის საქმეს იდეალურად შეასრულებს გუნდი იდეალური იქნება smile ჯერ ადრე იყო ამ სტატიის დაწერა კიდე ვიმეორებ .... გუნდმა 3 გოლი გაიტანა აქედან ერთი შრეკმა,ასე რომ უადგილო კრიტიკაა ჯერჯერობით smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top