თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2016, 23:08
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5217,
კომენტარები: 14
იბრაჰიმოვიჩი: "გავიმარჯვე ყველგან, გავიმარჯვებ "იუნაიტედშიც"
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ვრცელი ინტერვიუ.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატანმა Sky Sports–ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ახალ ჩემპიონატზე, უეინ რუნისთან პარტნიორობასა და მარკუს რეშფორდზე ისაუბრა.

რატომ ხართ აქ? რატომ მაინცდამაინც ახლა?

"მარტივი მიზეზის გამო, დადგა შესაფერისი დრო, რათა გადმოვსულიყავი ინგლისში. ამასთან, ვის შეუძლია უარით გაისტუმროს "მანჩესტერ იუნაიტედი"? არ მჯერა, რომ ვინმეს შეუძლია ეს გააკეთოს. 100%–ით ვარ დარწმუნებული, თქვენ პრემიერ ლიგაში ვერ ნახავთ ფეხბურთელს, რომელიც უარს ეტყვის "იუნაიტედს". ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ ვარ და "მანჩესტერ იუნაიტედს" ვეკუთვნი, სახელიც (მხედველობაში აქვს "მანჩესტერ იუნაიტედი") კი ძალიან მაგარია, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ"

ინგლისში თამაშზე ადრეც ხომ არ გიფიქრიათ?

"სიმართლე გითხრათ, ადრე ამ საკითხზე არ მიფიქრია. როდესაც "ბარსელონაში" ვთამაშობდი, იყო ერთი ინგლისური კლუბი, რომელსაც ჩემი შეძენა სურდა, მაგრამ არა 100%–ით. ახლა კი ჩემი შეძენა არა 100%–ით, არამედ 200%–ით სურდათ, ჯერ კიდევ გასულ სეზონში, მაგრამ მაშინ პარიზში დარჩენა ვამჯობინე."

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებდა თქვენზე პრემიერ ლიგა ჯერ კიდევ თქვენს აქ გადმოსვლამდე?

"ინგლისის ჩემპიონატი ძალიან საინტერესოა. აქ არ არის გუნდი, რომელიც სხვა დანარჩენებზე დომინირებს, აქ ყველა თანაბარია, თუ მთელ სეზონს კარგად ითამაშებ, მხოლოდ მაშინ გახდები ჩემპიონი. პრემიერ ლიგას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, აქ მართლაც საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ."

"პსჟ" ნამდვილად დომინირებდა საფრანგეთში, თქვენ ბევრ გოლს იტანდით, იღებდით უამრავ ჯილდოს და იგებდით უამრავ ტიტულს, როგორ ფიქრობთ, გჭირდებოდათ ახალი გამოწვევა?


"გამოწვევებს არასდროს გავურბივარ, სწორედ ამიტომ, როგორც კი გამომიჩნდა ეს შესაძლებლობა, მე ის მივიღე. არ მიყვარს ფეხბურთელი, რომელიც მთელ კარიერას ერთ გუნდში ატარებს იმ მიზეზით, რომ ის აქ მუდამ პირველი იქნება. მე არ ვარ ასეთი, პირიქით, მე ყოველთვის მივიღებ გამოწვევებს და შევეწირები კიდეც მათ. მე ვნახავ, რომ ამისგან იქნება შედეგი, ჩემს სამყაროში გამოწვევას უარი არასდროს ეთქმება. ბევრ ჩემპიონატში ვიასპარეზე, ახლა ინგლისში ვარ და ვთვლი, რომ ეს საუკეთესო თავგადასავალი იქნება ჩემს კარიერაში. მე მოვდიოდი, ვიმარჯვებდი და მივდიოდი, იმედია, ეს კვლავ განმეორდება."

იბრაჰიმოვიჩი: "გავიმარჯვე ყველგან, გავიმარჯვებ "იუნაიტედშიც"

როგორ ფიქრობთ, არის კი აქ თქვენთვის რაიმე რისკი?

"ერთადერთი რისკი ტიტულის ვერმოგებაა. პირადად ჩემთვის კი არანაირი რისკი არ არსებობს. მე არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მმართებს, კარიერა თვითონვე ამბობს ყველაფერს. მე მევალება მხოლოდ შემდეგი- ვითამაშო ჩემი საუკეთესო თამაში და დავეხმარო "მანჩესტერ იუნაიტედს" დაბრუნდეს მწვერვალზე, ჩემი მოვალეობა ესაა და მე მას აუცილებლად შევასრულებ."

თქვენი სტანდარტების შესაბამისად რისი მიღწევა გსურთ აქ?

"როცა ვიგებ, მაშინ კმაყოფილი ვარ. და როცა კლუბს მწვერვალზე დავაბრუნებ, მაშინ ვიქნები ბედნიერი. ადამიანი კოლექტივშია- იმარჯვებს გუნდი, ბედნიერი ხარ შენც"

ბევრჯერ გითქვამთ, რომ წუხთ იმის გამო, რომ მოურინიოსთან მხოლოდ ერთი სეზონის გატარება მოასწარით. ამჯერადაც თქვენი პარტნიორობა ერთწლიანი იქნება, თუ ველოდოთ გაგრძელებას?

"მოდი, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს, რადგან არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. შესაძლოა აქ ორი წელი გავჩერდე, შესაძლოა სამიც, ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში ვიქნები. არ მინდა გუნდში მხოლოდ იმიტომ ვიყო, რომ მე იბრაჰიმოვიჩი ვარ. ვითამაშებ, თუ მივხვდები, რომ გუნდისთვის გამარჯვებების მოტანა შემიძლია"

სწრაფად ადაპტირდებოდით სხვა ლიგებში, როგორ ფიქრობთ, აქ რაიმეს შეცვლა მოგიწევთ?

"შევეჩვევი გუნდს და იმ თამაშს, რომლის ხილვაც მწვრთნელს სურს, წაიღებს თუ არა ეს დიდ დროს? არა."

როგორ იპოვით ბალანს თქვენს ძლიერ მხარეებსა და ინგლისის ჩემპიონატის საფეხბურთო სტილს შორის?

"სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან ერთი და იგივე ხდება. შევისწავლე და შევეჩვიე ჰოლანდიურ საფეხბურთო სტილს, იტალიურ საფეხბურთო სტილს. შენ მოდიხარ და ეჩვევი, სწავლობ. მოვედი ინგლისში, მაშასადამე, შევისწავლი და გავითავისებ აქაურ სტილს, ეს ჩემთვის არაა პრობლემაა, მე ეს პირიქით, მაძლიერებს."

იბრაჰიმოვიჩი: "გავიმარჯვე ყველგან, გავიმარჯვებ "იუნაიტედშიც"

ჟოზემ აღნიშნა, რომ თქვენ საჩუქარი იქნებით ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, როგორიცაა მარკუს რეშფორდი. ისინი თქვენგან ბევრს ისწავლიან, თქვენ კი მათ ბევრს დაეხმარებით. როგორ დაეხმარებით ახალგაზრდებს და იყო თუ არა ვინმე ისეთი, ვინც თქვენ ახალგაზრდობაში დაგეხმარათ?

"შემიძლია მათ ბევრი ვასწავლო. 10–15 წელი ვითამაშე მაღალ დონეზე, ვიასპარეზე საუკეთესო გუნდებში და მათთან ერთად უამრავი ტიტული მოვიგე. ბევრი ვერც იოცნებებს იმას, რასაც მე მივაღწიე. კარიერის მანძილზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელებთან ვითამაშე, მათგან ბევრს ვსწავლობდი, სწორედ ამ ცოდნას გავუზიარებ რეშფორდსა და სხვა ახალგაზრდებს. მათ ევალებათ მხოლოდ ერთი, ყურადღებით მოისმინონ რისი გაკეთებაც ევალებათ. რეშფორდში უდიდეს ტალანტს ვხედავ, ვაკვირდებოდი მას გასულ სეზონში და ვაკვირდები მას ბოლო რამდენიმე კვირა. ის ინგლისის მომავალია. მან უბრალოდ ბეჯითად უნდა იმუშაოს, მოახდინოს ფოკუსირება მხოლოდ ამაზე და შედეგი თავისით მოვა. მე ბევრი მეხმარებოდა, როცა "იუვეში" გადავედი, იქ ყველა ვარსკვლავი იყო. ვაკვირდებოდი, როგორ იქცეოდნენ, როგორ ვარჯიშობდნენ, როგორ თამაშობდნენ. როცა შენ მათ თითოეულ დეტალს სწავლობ, აკეთებ იმავეს და ხდები ერთ–ერთი იმათთაგანი."

იბრაჰიმოვიჩი: "გავიმარჯვე ყველგან, გავიმარჯვებ "იუნაიტედშიც"

რას ფიქრობთ უეინ რუნისთან ერთად თამაშზე?

"მასთან ერთად თამაში შესანიშნავია. რაც მეტ დროს გავატარებთ ერთად მოედანზე, მით მეტად გავუგებთ ერთმანეთს. უკვე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთის თამაში, გვიყვარს ბურთის მიღება და მომენტის შექმნა, მაგრამ ეს არაა მხოლოდ ჩვენ ორის თამაში, ფეხბურთი გუნდური თამაშია, ჩვენ ორივემ გუნდთან ერთად უნდა ვითამაშოთ, მაშინ პრობლემები აღარ გვექნება. რუნი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ვფიქრობ მეც. მე არ გადავეღობები მას, ის კი მე,ეს მარტივი შეთანხმებაა."

იბრაჰიმოვიჩი: "გავიმარჯვე ყველგან, გავიმარჯვებ "იუნაიტედშიც"

თქვით, რომ "იუნაიტედი" ყველაზე დიდი კლუბია, რომელშიც თქვენ ოდესმე გითამაშიათ, თუმცა თქვენ ისეთ დიდ გუნდებში ასპარეზობდით, როგორებიც იყო: "აიაქსი", "იუვენტუსი", "ბარსელონა", "მილანი", რა არის მთავარი განსხვავება მათსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის?

"ჩემზე დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა იმ გზამ, რომელიც აქ გავიარე. როდესაც ვარ უდიდეს სამწვრთნელო ბაზაზე, კლუბის ისტორია, უდიდესი ფეხბურთელები, რომლებიც აქ თამაშობდნენ და, რაც მთავარია, ის უდიდესი ყურადღება, რომელსაც შენ იღებ გულშემატკივრებისგან მთელი მსოფლიოდან. მივდივარ პირდაპირ გულშემატკივარი, ვბრუნდები მარცხნივ, მარჯვნივ კვლავ გულშემატკივარი, ყველგან გულშემატკივარი, ყველგან ყურადღება, ეს სოლიდურია, ეს ტოპ კლასია. ვთამაშობდი "მილანში", "იუვეში", "ბარსელონაში", ისინი ასევე დიდი გუნდები არიან, მაგრამ აქ ყველაფერი უფრო მაღალ დონეზეა. იმისათვის, რომ ეს შეძლო და ასეთ გუნდში მოხვდე, შენ დიდი იღბალი გჭირდება, მე გამიმართლა. მე ვიმარჯვებდი ყველგან და გავაკეთებ ამას აქაც."

იბრაჰიმოვიჩი: "გავიმარჯვე ყველგან, გავიმარჯვებ "იუნაიტედშიც"

ბომბარდირი, გამარჯვებული, იუმორისტი, ასე დაგახასიათათ მოურინიომ სამი სიტყვით, როგორ აღწერდით თქვენ საკუთარ თავს?


"არ მიყვარს საკუთარი თავის დახასიათება, როგორც ამას სხვები აკეთებენ. მე ნორმალური ადამიანი ვარ, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ცუდი ადამიანი ვარ. მე ეს მე ვარ. ხალხი ცნობისმოყვარეა, ვინ არის ზლატანი? მე მეოჯახე ბიჭი ვარ, ვზრუნავ ოჯახზე, მაგრამ როცა მოედანზე გავდივარ, ვხდები ლომი. ეს დიდი განსხვავებაა, ხალხი თვლის, რომ საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენები მაქვს, მაგრამ მე ეს ასე არ მიმაჩნია. უბრალოდ მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების. ვფიქრობ, ეს ადამიანის არსებაში ინდივიდუალური ძალაა. მე ვისახავ მიზანს, მრწამს საკუთარი თავის და ვაკეთებ ყველაფერს, რომ ბევრი შრომის ფასად ეს მიზანი შევასრულო."

იცვლიდით თუ არა სახეს?

"არა, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სახეს იცვლის, მე ამაში ფულს არ მიხდიან, მე არ ვიცვლები, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, არ ვფიქრობ იმაზე, მოსწონს ეს სხვას თუ არა. აქაც მარტივი მიზეზით ვარ მოსული, ვითამაშო ფეხბურთი და მოვიგო ტიტული, კარიერის ბოლოს ხალხი სწორედ ამას გაიხსენებს, თუ რა მოიგე შენ."

მხიარულად ატარებთ თავისუფალ დროს?

"დიახ, გასართობი ბევრი მაქვს. ვცდილობ, პოზიტიური ემოციებით დავიტვირთო."

როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვიცნობთ ნამდვილ ზლატანს?

"მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ მიცნობს. მედიამ ზლატანის სხვა სახე შექმნა, მე სულ სხვა ვარ, თუმცა თქვენი ზლატანიც ძალიან მახალისებს."

გაქვთ თუ არა დევიზი?

"ვფიქრობ, ეს ბედია. მჯერა, რომ თუ რაღაცა მოხდა, ესე იგი ის ასე უნდა მომხდარიყო. სწორედ ბედმა გამომგზავნა მე ინგლისში."

რომლით ცხოვრობთ, აწმყოთი და წარსულით ?

"წარსული წარსულია, აწმყო კი აწმყო. რაც მოხდა, მას ვერ დააბრუნებ. წარსულზე არ ვფიქრობ, ვცხოვრობ აწმყოთი. შენ უნდა შექმნა ახალი თავი შენს ცხოვრებაში, ახლა სწორედ ეს მომენტია, მე ახალ ისტორიას ვწერ, მე მზად ვარ ამისთვის."

იბრაჰიმოვიჩი: "გავიმარჯვე ყველგან, გავიმარჯვებ "იუნაიტედშიც"

რას ფიქრობთ პრემიერ ლიგის ამ სეზონზე?

"იქნება ძალიან საინტერესო. საუკეთესო მწვრთნელები აქ არიან, ყველა გუნდი გამარჯვებისთვის იბრძვის, მით უმეტეს მაშინ, როცა გასულ წელს ჩემპიონი აუთსაიდერი გახდა. გუნდები დიდ თანხას ხარჯავენ, მოდიან საუკეთესო ფეხბურთელები, ძალიან საინტერესო იქნება."

რას ელოდებით ამ სეზონისგან?

"ბევრს ველოდები. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მთელს სეზონს სტაბილურად და კარგად ითამაშებს."

პირადად თქვენთვის რამდენი გოლის გატანა იქნება საკმარისი, რომ თავი კმაყოფილად იგრძნოთ?

"შეეკითხეთ სხვას და ის აუცილებლად გეტყვის, რომ მე ეგოისტი ვარ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ და ნახოთ, თუ რამდენი საგოლე პასი მაქვს გაკეთებული კარიერის მანძილზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია გოლის გატანა, საგოლე გადაცემის გაკეთება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია გუნდის შედეგი, სწორედ ესაა მთავარი."

რამდენადაა თქვენთვის "იუნაიტედში" გადმოსვლა ახალი თავგადასავალი?

"ყველაზე უფრო დიდი თავგადასავალია, კარიერის უდიდესი ეტაპი, წინ დიდი და რთული მიზნების შესრულება გველის, მაგრამ ბევრი მუშაობით ჩვენ ამ მიზნებს შევასრულებთ"

წყარო:Sky Sports
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
17 აგვისტო 2016 23:22
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
"ჩემზე დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა იმ გზამ, რომელიც აქ გავიარე. როდესაც ვარ უდიდეს სამწვრთნელო ბაზაზე, კლუბის ისტორია, უდიდესი ფეხბურთელები რომლებიც აქ თამაშობდნენ და რაც მთავარია ის უდიდესი ყურადღება, რომელსაც შენ იღებ გულშემატკივრებისგან მთელი მსოფლიოდან. მივდივარ პირდაპირ გულშემატკივარი, ვბრუნდები მარცხნივ, მარჯვნივ კვლავ გულშემატკივარი, ყველგან გულშემატკივარი, ყველგან ყურადღება, ეს სოლიდურია, ეს ტოპ კლასია. ვთამაშობდი "მილანში", "იუვეში", "ბარსელონაში", ისინი ასევე დიდი გუნდები არიან, მაგრამ აქ ყველაფერი უფრო მაღალ დონეზეა. იმისათვის რომ ეს შეძლო და ასეთ გუნდში მოხვდე, შენ დიდი იღბალი გჭირდება, მე გამიმართლა. მე ვიმარჯვებდი ყველგან და გავაკეთებ ამას აქაც."

აი ეს მონაკვეთი ძალიან მაგარია love ასეთი ავტორეტი გვჭირდებოდა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2016 23:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდად არ მევასებოდა ეს მარა რაც მოვიდა უკვე მაგრად შემაყვარა თავი wink ძაან მაგარი კაცია და ორმაგად ძლიერი ფეხბურთელი, რაც გუნდსაც მაგრად გამოადგება და ჩვენ ოქროს ბიჭსაც, გუნდში ესეთი გამარჯვებული ხალხის ყოლა ბევრ რამეზე მოქმედებს. ამას პოგბაც დაემატა, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის აპირბს ბრძოლას და იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც ამას დიდი ხანია ველით

ძალიან მაგარი გუნდი იკვრება საოცარი ახალაგზრდებით, იბრა თავის სიტყვას რომ იტყვის ამაში დარწმუნებული ვარ, 2 სეზონიც რომ იყოს მაინც ძალიან ბევრს მოასწრებს ამ გუნდში
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
17 აგვისტო 2016 23:35
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ზოგჯერ ზედმეტიც კი მოსდის, მაგრამ არის თავდაჯერებული, აქვს საამისო მიზეზი რაც ძალიან კარგია love ყველგან მოიგო და იმედია "იუნაიტედშიც" უქმად არ დარჩება
0
№4
ავტორი: pogba.
17 აგვისტო 2016 23:37
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
zaan magari kaciaaaa da admin sagol
0
№5
ავტორი: ikeoni
17 აგვისტო 2016 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magar kacaaa❤️❤️❤️
0
№6
ავტორი: stepno
18 აგვისტო 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გენაცვალე იბრაა უმაგრესი ხარ wink love
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
18 აგვისტო 2016 00:01
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მიდი მარკუსს იბრას დაუჯერე და ბევრს ისწავლი მისგან, ძალიან დიდი ძალაა იბრა. როდესაც ის საჯარიმოშია სუ რო არაფერი გაააკეთოს 2 კაცი მას მეურვეობს და საკმაოდ დიდი სივრცეები ჩნდება. ბერდება და კლასი უფრო ემატება ძლაინ ძლიერი ფეხბურთელია, ბევრ დიდ ფეხბურთელს შეშურდებოდა მისი კარიერული მიხწევების, ლიგა არაა აქვს მოგებული და მომავალში თუ დარჩება იმედი ჩვენთან ერთად მოიგებს. love
0
№8
ავტორი: LASHQARA
18 აგვისტო 2016 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
25 გოლი მინიმუმ პრემიერლიგაშიი თუ გინდა ბომბარდირი გახდე love am
0
№9
ავტორი: dachi_mu
18 აგვისტო 2016 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Pirvel rigshi madloba avtors ro amxela interviu targmna :) <3 rac sheexeba zlatans... Joze aris geniisi... Sul ro araferi qnas zlatanma fdiqologiuraf ukve gaadzliera gundi... Gamarjvebulis mentaliteti shemoitansa :) ...rac agar qonda manches... Yvelam unda icodes ro chven manche bvart... Chventan favoritebi ar arseboben.... :) 4-eulostvis mebrdzoli manche ar unda arsebobdes
0
№10
ავტორი: pol pogba6
18 აგვისტო 2016 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Ibra she monstro :-)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top