თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2013, 17:37
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 1554,
კომენტარები: 7
მიკაელ სილვესტრის კარიერა იუნაიტედში
მიკაელ სილვესტრი საკუთარ კარიერაზე წითელ ეშმაკებში
მიკაელ სილვესტრის კარიერა იუნაიტედში
მიკაელ სილვესტრი, რომელმაც 361 მატჩი ჩაატარა ეშმაკების შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა, იხსენებს თავის გამოსვლას იუნაიტედის როგებში.

ტრანსფერი იუნაიტედში.

იმ დროისთვის საფრანგეთის ოცდაერთწლამდელთა ნაკრებში ვირიცხებოდი. წინ ორი მატჩი გველოდა - უკრაინასთან და ალბანეთთან. მოლაპარაკებები წარვმართე ლივერპულის მწვრთნელ ჟერარ ულიესთან და სერ ალექსთან. იმ მომენტისთვის იუნაიტედი ტრებლის მფლობელი იყო, ამიტომაც დიდხანს არ მიფიქრია არჩევანზე. მანჩესტერში ჩამოსვლისას შევხვდი სერ ალექსს და წავედით სასტუმროში, სადაც ყველაფერზე შევთანხმდით. მანამდე მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტებოდი, თუმცა მასთან პირადად საუბარი უფრო მარტივი იყო. სიმართლე გითხრათ მაშინ ცუდად ვიცოდი ინგლისური. იქნებ უკეთესი იყო შოტლანდიური მესწავლა???

ჩემი დებიუტი.

ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო დებიუტი ენფილდზე ლივერპულის წინააღმდეგ. ხუთშაბათს ჩამოვედი მანჩესტერში, პარასკევს კონტრაქტს მოვაწერე ხელი და შაბათს უკვე ვითამაშე. არაფერზე არ ვფიქრობდი თამაშის გარდა და ალბათ ეს კარგი იყო. ლივერპულის ფანები მისტვენდნენ, რადგან იუნაიტედი ავირჩიე. ეს შესანიშნავი თამაში იყო, თუმცა სიმართლე გითხრათ დეტალები არ მახსოვს. მარტო მახსოვს, რომ 3-2 დავმარცხდით.

საყვარელი მატჩი.

შეხვედრა ლივერპულთან ოლდ ტრაფორდზე, როცა ორი გავიტანე. მაშინ დიდი ხნის დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა რიო ფერდინანდი. მაშინ 2-1 გავიმარჯვეთ და ეს იყო ერთადერთი მატჩი, სადაც ორი ბურთი გავიტანე. ეს იყო შესანიშნავი თამაში დაცვაში, თუმცა გატანილი გოლები უფრო მიხაროდა. ეს იყო შესანიშნავი ღამე ჩემთვის.

საყვარელი გოლი.

გამარჯვების გოლი ლიდსის კარში ოლდ ტრაფორდზე 2003 წლის მარტში . ეს იყო მატჩის ბოლოს. მაშინ დევიდ ბექჰემის ჩამოწოდებული ბურთის შემდეგ დავაფიქსირე საბოლოო რეზულტატი.

ყველაზე რთული ოპონენტი.

როგორც ცენტრალური მცველი შემიძლია გითხრათ, რომ ესენი იყვნენ ალან შირერი და ლეს ფერდინანდი. ესენი იყვნენ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც შესანიშნავად თამაშობდნენ თავით. როგორც მარცხენა მცველისთვის კიტ გილესპი. მაშინ არაფერი არ ვიცოდი მის შესახებ და ძალიან გამაკვირვა ამ ფეხბურთელმა.

საუკეთესოები, ვისთანაც მუშაობა მომიწია.

ოჰ, ეს ძალიან რთული კითხვაა. გიგზი, სქოულზი, კინი, ვან ნისტელროი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ადამიანებთან ერთად თამაში. არაფერი არაა საუკეთესო კლუბში თამაშზე უკეთესი.

საუკეთესო მეგობარი გუნდში.

მე გუნდში ყველა ფეხბურთელთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. წასვლის შემდეგ ვეკონტაქტებოდი რიო ფერდინანდს, უეს ბრაუნსა და რაიან გიგზს.

ყველაზე ნათელი მოგონება.

ალბათ ეს იყო ჩემი პირველი ტიტული ამ კლუბში. კლუბში სექტემბერში მოვედი, ხოლო ნოემბერში, ტოკიოში პალმეირასის წინააღმდეგ გველოდა მატჩი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.

სასაცილო მოგონება მოგონება.

ერთხელ ვარჯიშზე ჩვეულებრივად მატჩი ვითამაშეტ. აუტს ხელის ნაცვლად ფეხით ვაწვდიდით. ფერგიუსონი იქვე იდგა. აუტიდან ჩამოწოდებული ჩემი ურთი სერ ალექს თავში მოხვდა. ეს იყო მომენტი, როცა კინაღამ უკან საფრანგეთში დამაბრუნეს.

ცუდი მოგონება.

მატჩი ვესტ ჰემთან, როცა ოცდამეთხუთმეტე წუთზე შემცვალეს. დღემდე მახსოვს ის დღე. არაფერი არაა იმაზე ცუდი, როცა ასე ადრე გცვლიან.

დამოკიდებულება გულშემატკივრებთან.

ყოველთვის შესანიშნავი დამოკიდებულება მქონდა გულშემატკივრებთან. ერიკ კანტონას შემდეგ კლუბში მეორე ფრანგი ვიყავი. შესანიშნავია, როცა გულშემატკივრები გვერდში გიდგანან.

წასვლა იუნაიტედიდან.

იუნაიტედიდან წასვლის გადაწყვეტილება მე მივიღე, სერ ალექსი ყოველთვის დარჩენას მთხოვდა. თავიდან შორს არ მინდოდა წასვლა. ჩემს გეგმაში იყო კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან. უკვე გავლისი მქონდა იქ სამედიცინო შემოწმება, თუმცა ამ დროს არსენ ვენგერმა დამირეკა და არსენალში წასვლა შემომთავაზა. მარკ ჰიუზმა თქვა:” ეს შენი გადაწყვეტილებაა!” ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იუნაიტედის დაუძინებელი მტრის ბანაკში გადავდიოდი, ამიტომაც არსენალი ვარჩიე.

რა ვისწავლე იუნაიტედში.

ბევრი რამ გავიგე ჩემი სამუშოს შესახებ. სეზონის განმავლობაში ბევრი მატჩის ჩატარება გიწევს, ამიტომ ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ბევრი ვისწავლე სამუშაო ეთიკასთან დაკავშირებით.

რას ნიშნავს ჩემთვის იუნაიტედი.

ყოველტვის თვალყურს ვადევნებ კლუბის საქმეებს. ყოველთვის ვუყურებ მატჩებს და მიმოხილვებს, ვკითხულობ სტატიებს კლუბის შესახებ ოფიციალურ საიტზე. მე ყოველთვის ვიქნები იუნაიტედის გულშემატკივარი.
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: love united
14 იანვარი 2013 17:38
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ... ეხლა ვაპირებდი ამის დაწყებას... wink
0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
14 იანვარი 2013 17:44
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ მაგარია... სათაურები გაგემუქა.. :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: MAGNIFICENT 7
14 იანვარი 2013 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
კარგია ავტორ derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№4
ავტორი: UTD-Rule
14 იანვარი 2013 18:23
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვერ გაამართლა თავის დროზე ამან...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: gilmour
14 იანვარი 2013 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგი მცველი იყო მე მაგრა მევასებოდა. ცენტრშიც და ფლანგზეც მაგრა თამაშობდა.
0
№6
ავტორი: Bent89
14 იანვარი 2013 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
Amis da braunis tamashi magra maxsovs taviant karebshi ro itandnen golebs :d
0
№7
ავტორი: Amanda Seyfried
14 იანვარი 2013 21:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ის მაგარი იყო ბურთი რომ მოარტყა ბაბუს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top