ცნობილი ამერიკული სპორტული გამოცემა ESPN-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონისა" და პორტუგალიის ნაკრების ცენტრალური მცველის, ჟოზე ფონტეს შეძენით ინტერესდება. თავად ფეხბურთელს კი გუნდის ინტერესი ძალიან ახარებს.
ადრე "იუნაიტედი" "სიტისთან" ერთად ლეონარდო ბონუჩის შეძენას აპირებდა, თუმცა იტალიელი მცველი ტურინში რჩება, რის გამოც "ეშმაკები" ფონტეზე გადაერთვნენ.
32 წლის მცველმა გასული სეზონი კარგად ჩაატარა და საკუთარი დონე ევროპის ჩემპიონატზეც წარმოაჩინა. "წმინდანები" მიუხედავად მთავარი მწვრთნელის, კლოდ პუელის ფეხბურთელის შენარჩუნების სურვილისა, მზად არიან ფონტე 8 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში გაუშვან.
Mais Futebol-თან ინტერვიუში ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "იუნაიტედისგან" მის მიმართ ინტერესი მისაღებია. "თუ ინტერესი ნამდვილად არსებობს, არის მიზეზი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბის შეთავაზებით ვიყო ბედნიერი.
მიუხედავად ამისა, მე "საუთჰემპტონთან" მაქვს მოქმედი კონტრაქტი, რომელზეც ფოკუსირებას ვახდენ, რათა წარმატებული სეზონი ჩავატარო.
არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მათთან დაკავშირება ძალიან მახარებს. იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი - ეს სულ სხვა საქმეა,"-აცხადებს პორტუგალიელი.