"მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეებმა, დავიდ დე ხეამ და მარკუს რეშფორდმა, "ბორნმუთთან" მატჩის წინ, MUTV-სთან Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრეს.
რეშფორდს ჟურნალისტებმა კითხეს, თუ რას მიამსგავსებდა იგი დავიდ დე ხეას კარში გატანილ გოლს, მან კი ასეთი პასუხი გასცა: "ეს სასაუბროდ ძალიან რთულია, რადგან დარტყმის მომენტში შენ შეიძლება პრობლემებში გაეხვე და ვერ აიღო ბურთი, თუმცა, დავიდი ვარჯიშზე ამ ბურთებს იღებს, ამიტომაც ცოტათი დამწუხრებულია! [იცინის]
მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უკეთესს გვხდის, რაც ყველაზე კარგია. საოცარია, როდესაც გუნდში ასეთი კიპერი გყავს, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა,"
ინგლისელი ფორვარდის სიტყვებზე კომენტარი თავად დავიდმა გააკეთა: "ეს ჩვენთვის(ორივესთვის) ძალიან კარგია. ის ცდილობს გატანას, მე კი ბურთების მოგერიებას და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც შესანიშნავია.
ის კარგი შემსრულებელი და ამასთან, კარგი დრიბლერია. მას განსაკუთრებულ ტალანტთან ერთად ბევრი კარგი რამ აქვს. მარკუსს შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს,"