თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2016, 14:30
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2892,
კომენტარები: 10
მოურინიო: "ადნანს აქვს მომავალი "იუნაიტედში"
ჟოზემ ადნან იანუზაის შესახებ ისაუბრა.
მოურინიო:
მოურინიოს განცხადებით, ბელგიელ შემტევს აქვს მომავალი კლუბში და "სანდერლენთან" იჯარის ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ადნანი ისევ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება.

21 წლის შემტევი დათანხმდა შეუერთდეს "სანდერლენდს", ერთ წლიანი იჯარის წესით, შემდეგ კი, უკან "იუნაიტედში" დაბრუნდეს.

ადნანი იმუშავებს "იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ, "სტედიუმ ოფ ლაითზე", სადაც მას დახვდებიან ამ კვირას გადასული ორი ყოფილი "მანჩესტერელი", დონალდ ლავი და პედი მაკნაიერი.

მოურინიო ამტკიცებს, რომ უახლოეს მომავალში, ადნანი აუცილებლად დაბრუნდება "ოლდ ტრაფორდზე".

"ადნანი ჩემს გეგმებში შედის, ჩვენ ვფიქრობთ მასზე და ვთვლით, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ გავანათხოვრეთ ადნანი პრემიერ ლიგის გუნდში."-განაცხადა მოურინიომ პარასკევს გამართულ პრესკონფერეციაზე.

"მე მინდა მისთვის ყველა პირობა იყოს, რადგან იგი განვითარდეს და პროგრესი განიცადოს, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და ახლო მომავალში უკან დავაბრუნებთ ადნანს."

"ადნანი არის, იმ პოზიცისს მოთამაშე, სადაც ჩვენ გვყვავს: ენტონი მარსიალი, ჰენრიხ მხითარიანი, ხუან მატა, ეშლი იანგი და მემფის დეპაი."


"არ შეიძლება ვიყოთ ეგოისტები და უნდა ვიფიქროთ საკუთარ ფეხბურთელებზე, ამ შემთხვევაში ადნანზე. მე მსურს მას ყველა პირობა ჰქონდეს იმისათვის, რომ განვითარდეს, უნდა ითამაშოს კარგად და პროგრესი განიცადოს.

ჩვენ ადნანს ყოველ კვირას ვიხილავთ პრემიერ ლიგაში და შეგვიძლია თვალი ვადევნოთ.

ახლა ის არის სწორ ადგილზე, მენეჯერთან, რომელსაც ძალაინ უყვარს ადნანი. ასე რომ იმედია ყველაფერი კარგად წავა ადნანისთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან მომავალში მისი უკან დაბრუნება მსურს,
"-აცხადებს პორტუგალიელი

ადნან იანუზაიმ გასული სეზონის პირველი ნახევარი გაატარა "დორტმუნდში" იჯარით წესით, მისი სრული დებიუტი "იუნაიტედში" დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის დროს შედგა, 2013 წლის ოქტომბერში "სანდერლენდთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში. ის შეხვედრა ადნანისათვის ტრიუმფალურად დამთავრდა, მან დუბლის გაფორმება მოახერხა და "იუნაიტედს" 1-2 მოაგებინა.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
13 აგვისტო 2016 14:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია ათამაშდება და დააბრუნებენ მერე, არაა ცუდი ფეხბურთელი მარა ვეღარ აეწყო კარიერა
0
№2
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2016 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
მეტი რაღა თქვას... ესე ჯობია ყველასთვის და პირველ რიგში ადნანისთვის love
0
№3
ავტორი: kantona-7
13 აგვისტო 2016 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
სწორი მიდგომაა მოუსგან სხვაჩემპიონატში როამარ გაუშვა იჯარით!!!მემაინც არმჯერა იანუზაი მომავლის მანიუში და იმედია ვცდებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: GeorgeBest
13 აგვისტო 2016 14:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამისწორდა winked იმედია რამეს იზამს და დააბრუნებენ, თუ არადა აღარაა ამის ადგილი
0
№5
ავტორი: LASHQARA
13 აგვისტო 2016 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
აუ ამან თავის სიტყვა თუ არ თქვას ფეხბურთში ისე დაამთავროს კარიერა ნახეთ ძალიან ნიჭიერია და ზარმაცია არ შრომობს თავის თავზემიაღწევს ცოტა დაღვინდება და მოვა აზრზე love am
0
№6
ავტორი: gela-manchesteri
13 აგვისტო 2016 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: kantona-7
სწორი მიდგომაა მოუსგან სხვაჩემპიონატში როამარ გაუშვა იჯარით!!!მემაინც არმჯერა იანუზაი მომავლის მანიუში და იმედია ვცდებია

არამგონია ამ კონკურენციას გაუზლოს
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
13 აგვისტო 2016 15:11
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მოიესი მისცემს ადნანს სათამაშო დროს, იმედი მაქვს ადნანი ბოლომდე დაიხარჯება და გამოავლენს თავის პიტენციალს ადნანის მთავარი წარუმატებლობის მიზეზი ჩემი აზრით იმაში მდგომარეობს, რომ ადნანს არ უყვარს ვარჯიში და ზარმაცობს. დღეს სიტისთან სასტარტოში იქნება, მოიესმა განაცხადა და ვანახოთ აბა რას იაზავს ადნანი.
0
№8
ავტორი: dybbuk
13 აგვისტო 2016 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
იანუზაის და დეპაის ბოლო შანსია ეს რო მომავალ სეზონშიც მანიუს ფეხბრუთელებად დარჩნენ, ისე იუვეს ერერა უნდაო და მიყიდონ 60 მილიონად :D
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
13 აგვისტო 2016 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მშვენიერი გადაწყვეტილებააა მოუ ზუსტად აკეთებს ყველაფერს ჯერჯერობით
0
№10
ავტორი: stepno
14 აგვისტო 2016 02:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Me ar mjera
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top