თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2016, 18:17
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3472,
კომენტარები: 9
პოგბა "ბორნმუთთან" არ ითამაშებს
ფრანგის დებიუტი გადაიდო.
პოგბა
პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში "ბორნმუთის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის სეზონის პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფრანგმა ნახევარმცველმა ყოფილი კლუბის, "იუვენტუსის" რიგებში ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს გამოტოვებს.

პოგბას ტრანსფერი ოფიციალურად სამშაბათს დადასტურდა, თუმცა შემდეგ ოფიციალურად გაირკვა, რომ 21 მაისს კოპა იტალიის ფინალში "მილანის" წინააღმდეგ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის გამო იგი მომდევნო შეხვედრას გამოტოვებდა.

საფეხბურთო ასოციაციის მიერ დადგენილი წესით, დისკვალიფიცირებულ მოთამაშეზე, მიუხედავად მისი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადაბარგდებისა, აკრძალვა ძალაში მაინც რჩება.

დღეს, "ბორნმუთთან" მატჩის წინ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან პოგბაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"მე არ ვსაუბრობ მის(პოგბას) შესახებ. ის დისკვალიფიცირებულია და მე დისკვალიფიცირებულ ან ტრავმირებულ ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ. ვლაპარაკობ მათ შესახებ, ვინც სათამაშოდ მზად არიან. ასე რომ, პოლი რამდენიმე დღით უნდა დავივიწყო. "საუთჰემტპტონთან" მატჩისთვის ის მზად იქნება.

მესმის ყვითელი ბარათების შესახებ სიტუაცია, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ყვითელი ბარათების დაგროვებას დისკვალიფიკაცია მოჰყვებოდა. ასევე არ ვიცოდი, რომ აქ იტალიური ფეხბურთის მსგავსი იქნებოდა, სადაც არის მსგავსი კონკურსი - ინგლისის თასის პირველი მატჩი. მე ველოდებოდი გადაწყვეტილებას და ორი დღის წინ გავარკვიე ის ,"
-განაცხადა ჟოზემ.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 აგვისტო 2016 18:21
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რა ცუდი წესი ყოფილა areyoukiddingme კარგია რომ არ ითამაშებს, არდადეგები გაუგრძელდა და ფორმაში ჩასადგომად ვარჯიში ჭირდება, უფრო მნიშვნელოვანი მატჩებიც გვაქვს წინ და საჭიროა პოლი !
0
№2
ავტორი: Erik Kantona
12 აგვისტო 2016 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
საინტერესო იქნებოდა მისი დებიუტი, ყველა მოუთმენლად ელოდება.
მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ოლდტრაფორდზე შესაფერის აურას შეუქმნიან სადებიუტო შეხვედრაში.
0
№3
ავტორი: ikeoni
12 აგვისტო 2016 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Magrad gamityda ((
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
12 აგვისტო 2016 18:41
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ უაზრო წესია, გამოდის რომ პოლის დაბრუნება ოლდ ტრაფორდზე შედგება
0
№5
ავტორი: stepno
12 აგვისტო 2016 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არაუშავს კაცო გავარღვევთ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 აგვისტო 2016 20:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია თუმცა ისედაც არ უნდა გაუჭირდეთ ბორმუთთან... იმედია სიურპრიზების გარეშე ჩაივლის
0
№7
ავტორი: LASHQARA
12 აგვისტო 2016 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეგ არაფერი ბორმუთთან თუ არ იქნება დიდი ამბავი პროსტა რა უაზრო წესია რა კოპა იტალია ხო არ აღაჟღაჟებთ სად ის სად ეს დიდი ამბავი რო გააუქმონ თან მაგათი რა ინტერესია აქ მატჩს გამოტოვებს თუ არაა winked
0
№8
ავტორი: gela-manchesteri
12 აგვისტო 2016 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
არაუშავს ბორმუნთს იბრა გახევს
0
№9
ავტორი: Goka
13 აგვისტო 2016 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
პირველ თამაშს გამოტოვებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top