დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატკცემ განაცხადა, რომ ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერი "იუნაიტედში" კლუბის ურთიერთობას ჟოზე მოურინიოსთან არანაირ ზიანს არ მიაყენებს.
გერმანული კლუბის ხელმძღვანელობას სომეხი შემტევის გუნდიდან გაშვება არ სურდა, თუმცა ტრანსფერის მიმდინარეობისას ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ "ბორუსიას" ტრანსფერის განხორციელების უუნარობაში დასდო ბრალი. მიუხედავად ასეთი სკანდალისა, ვატკცესა და მოურინიოს ურთიერთობა არ შეცვლილა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ჟოზესთან ამ ტრანსფერის შესახებ ვისაუბრეთ. მან მე მითხრა: "თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და ყველაფერი მოხდა, თუმცა ყველაზე მთავარია ის, რომ ამ გარიგებით ჩვენი მეგობრობა არ შეცვლილა. კარგი ფეხბურთელი ძალიან ბევრია, კარგი მეგობარი კი- ცოტა." ჟოზემ ეს სიტყვები ზუსტად თქვა,"-განაცხადა ვატკცემ Sport Bild-თან ინტერვიუში.
Bild იუწყება, რომ მოურინიოსა და ვატკცეს მეგობრობა მადრიდის "რეალიდან" დაიწყო, როდესაც გერმანული კლუბი "სამეფო კლუბს" 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდა. ამა წლის თებერვალში, როდესაც ჟოზემ "ჩელსი" დატოვა, პორტუგალიელი დორტმუნდში ჩავიდა, სადაც იგი გუნდის მატჩებს ესწრებოდა.
"ამ ვიზიტში არაფერი უცნაური არ არის. ჩვენ ვმეგრობრობთ უკვე რამდენიმე წელია და ხშირად ვამყარებთ კონტაქტს. ეს იყო ხშირი ვიზიტი, რომელსაც "ბორუსიასთან" არანაირი ურთიერთობა არ აქვს,"