გუნდს ახალი პარტნიორი ჰყავს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კომპანია EA Sports-სთან 3-წლიანი საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. გარიგების ფარგლებში კლუბი გამოიყენებს საკუთარ საინფორმაციო არხს ცნობილ საფეხბურთო თამაშში - EA Sports FIFA 17-ში, რომელიც ბრიტანეთში ოფიციალურად 29 სექტემბერს გამოვა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ასევე გამოიყენებს ცენტრალურ ადგილს თამაშის ახალი რეჟიმის, ალექს ჰანთერის კარიერაში, რომელიც მარკუს რეშფორდის კარიერაზეა დაფუძნებული. თამაშში ჰანთერი საკუთარ გზას "ოლდ ტრაფორდიდან" იწყებს.
"იუნაიტედის" გულშემატკივრებს ექნებათ წვდომა უნიკალურ კონტენტთან, ფოტოები სამუშაო მაგიდისთვის, FIFA 17-ის ყდა, ასევე ფანები მონაწილეობას მიიღებენ სოციალურ ქსელში განთავსებულ უამრავ კონკურსში.
კომპანია EA Sports "იუნაიტედის" 24-ე პარტნიორი გახდა. ასევე, რეგიონალური კომპანიების, პრესისა და ფინანსურ ორგანიზაციების ჩათვლით, კლუბს 70-მდე ხელშეკრულება აქვს მოგვარებული. ეს პრემიერ ლიგის კლუბების კონტრაქტებთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.
EA Sports-მა რამდენიმე დღის წინ "იუნაიტედის" ფეხბურთელების სახეები გამოაქვეყნა, რომელიც თამაშის ახალ ვერსიაში იქნება გამოყენებული: