ჟოზე მოურინიო გრძნობს, რომ პოგბა სახლში დაბრუნდა და მიიჩნევს, რომ ფრანგს "მანჩესტერ იუნაიტედში" სუპერვარსკვლავად ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი აქვს.
"მე მომწონს ყველაფერი. ვიცი დისკუსია, მე ეს მესმის, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთში ბევრი რამ ხდება და რეკორდებიც იმხობა, მაგრამ ეს მხოლოდ "იუნაიტედის" მსგავსი კლუბისთვის არის შესაძლებელი.
როდესაც მესმის კომენტარები და ვიგებ, რომ მწვრთნელები ამას აკრიტიკებენ, არ ვფიქრობ, რომ მათ ასეთი პრობლემა ოდესმე ჰქონიათ, რომ გქონდეს ეს პრობლემა, უნდა იყო მსოფლიოში საუკეთესო კლუბი. ასე რომ, ეს მხოლოდ "იუნაიტედში" შეიძლება მოხდეს.
მაგრამ ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ნახევარდაცვაში დაუჯერებლად თამაშობს. ამასთან მას აქვს დიდი სისწრაფე, კოორდინაციისა და ტრიუკების უნარი. მას აქვს ყველაფერი. ერთადერთი, რაც მან ჩვენგან უნდა ისწავლოს არის ჩვენთან ერთად თამაში, რადგან მე ყოველთვის ვამბობ, რომ ფეხბურთში პოგბას მსგავსად შეიძლება იყო სუპერვარსკვლავი და მხოლოდ გჭირდება იმის ცოდნა, თუ როგორი ითამაშო გუნდში, ხოლო გუნდს სჭირდება ის, თუ როგორ უნდა ითამაშოს შენთან.
ჩვენ მისგან საუკეთესო უნდა მივიღოთ და ამის პროცესში ვართ. თუ მას დაცვა სჭირდება, მის დასაცავად აქ ვარ. ვიცი, რომ ზოგიერთი ფიქრობს, პოგბა ერთი შეხებით ბურთს გაიტანს, მაგრამ მე მის დასაცავად ვარ და მივცემ ყველა იმ მდგომარეობას იმისთვის, რომ გახდეს ის, რაც ჩვენ გვინდა. მე ბედნიერი ვარ.
ის ჰგავს ბავშვს, რომელიც ძველ სკოლაში დაბრუნდა და ეძებს ხალხს, რომელიც მასზე იზრუნებს და კვლავ უყვარს. მე მჯერა, რომ რამდენიმე კვირაში ის თავს კარგად იგრძნობს და კლუბის დატოვება არასდროს მოუნდება. მივიჩნევ, რომ ადაპტაციის დონეზე ის ახალი ფეხბურთელი არ არის. ის უბრალოდ პატარა ბავშვია, რომელიც სახლში დაბრუნდა,"