"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, პოლ პოგბა კლუბის ღირსებას 6-ნომრიანი მაისურით დაიცავს. პოგბა მე-7 ფეხბურთელია 1993 წლის შემდეგ, რომელიც 6 ნომრით იასპარეზებს. აქამდე ეს პატივი გარი პალისტერს, იაპ სტამს, ლორან ბლანს, რიო ფერდინანდს, უეს ბრაუნსა და ჯონი ევანსს ხვდათ წილად.
ფრანგმა "იუნაიტედის" პირველ გუნდში შვიდი შეხვედრა ჩაატარა, სადაც 42-ნომრიანი მაისური მოირგო.