ინგლისის სუპერთასის მოგების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ მედიის წინ მან ისაუბრა იმაზე, თუ რა იგულისხმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მის "სულელური ამბიციაში".
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალი სეზონის ყველა ტურნირის, ყველა მატჩის მოგება სურდა და ამას "ბორნმუთის" წინააღმდეგ მატჩით დაიწყებდა.
"ჩემი ამბიცია იყო სულელური ამბიცია. უნდა ვაღიარო, რომ ეს შეუძლებელი ამბიციაა. ჩემი ამბიცია მდგომარეობას მატჩების მოგებაში, ამჟამად ეს "ბონრმუთთან" მატჩში გამარჯვებაა.
ეს იქნება ძალიან რთული. შეგვიძლია მოვიგოთ? ამაზე უნდა ვიფიქროთ. "ბორნმუთის" შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა ანგარიშს, ვთამაშობთ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ და ჩვენ გამარჯვება გვსურს.
ჩვენ გვინდა ყველა მატჩის მოგება. ეს სულელური მოტივაციაა, მაგრამ თუ დაინახავთ სხვა პერსპექტივით, ნახავთ რომ ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ - გაუმჯობესება, გაუმჯობესება, გაუმჯობესება და ყოველ მატჩში გამარჯვების მოპოვების მცდელობა,"