რეზერვისტებმა თასის აღება ვერ შეძლეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლამდელთა გუნდი ჰოლანდიაში, კერძოდ ეინდჰოვენში გამართული ოტენის თასის ფინალში დამარცხდა.
აკადემიის გუნდი ნახევარფინალში "ბარსელონას" 2:1 ანგარიშით დამარცხების შემდეგ, ფინალში გავიდა და ტიტულში კონკურენცია "ანდერლეხტის" თანატოლებს გაუწია.
მატჩის ძირითადი დრო, მიუხედავად "ეშმაკთა" უპირატესობისა და გუნდის მთავარი ვარსკვლავების: კალუმ გრიბინის, ანჯელო გომესისა და ტაჰიტ ჩონგის დარტყმებისა, ფრედ 0:0 დასრულდა.
საბოლოოდ, დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია. ხუთ-ხუთი დარტყმის შემდეგ, გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდა. 7 პენალტის შემდეგ, ნიშნულთან მეკარეებიც მივიდნენ, მაგრამ "იუნაიტედის" კიპერის ილიას მუტა-სებტაუის დარტყმული, მოწინააღმდეგე გუნდის პირველმა ნომერმა აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიტული ბელგიელებმა მოიპოვეს.
აღსანიშნავია ის, რომ "იუნაიტედის" ახალწვეულმა, ტაჰიტ ჩონგმა ტურნირის საუკეთესო შემტევი ფეხბურთელის ტიტული მიიღო.
წყარო:
Manutd.ru