თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2016, 18:55
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4263,
კომენტარები: 27
მოურინიო: "პოგბა? მალე"
ბოსი "ლესტერთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბრობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კლოპისა და ვენგერის განცხადებებს გამოეხმაურა (საუბარია პოლ პოგბას ტრანსფერზე, ვენგერმა განაცხადა რომ ფრანგის ამ ფასად შეძენა სრული სიგიჟეა, კლოპმა კი საერთოდ არ გამოთქვა სურვილი ამ ფასის ფეხბურთელთან მუშაობისა) და ისინი უეთიკობაში დაადანაშაულა, ამასთან პორტუგალიელმა დაადასტურა რომ პოგბას ტრანსფერი სულ მალე დასრულდება.

"როგორც გავიგე ჩემი ორი კოლეგა უკვე საუბრობს ჩემს გუნდზე, მე კი ეს ძალზედ არ მომწონს, ეთიკის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. მე რომ ასეთი განცხადებები გამეკეთებინა მაშინვე აღმოვჩნდებოდი ყურადღების ცენტრში, მაგრამ როცა ამას სხვა აკეთებს, არავინ არაფერს ამბობს. არ ვისაუბრებ სხვების შესახებ, აკეთონ ის რაც სურთ"

"სატრანსფერო ბაზარზე კარგი სამუშაო ჩავატარეთ, ჩვენ არ გვინდოდა 10 ფეხბურთელის შეძენა, გვსურდა 4 ფეხბურთელის დამატება, ისინი ვინც შეეფერება ჩვენს დონეს და მართლაც გაგვაძლიერებს. ბაიი რომელიც ახალგაზრდა და ამასთან უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, მხითარიანი რომელიც ბევრ საგოლე მომენტს შექმნის, მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, სუპერ თავდამსხმელი ზლატანის სახით და ნახევარმცველი, კარგი ნახევარმცველი რომლის დამატებასაც ვაპირებთ. გუნდში იქმნება ბალანსი და მე ბედნიერი ვარ იმ შემადგენლობით, რაც ჩემს ხელთაა"

კითხვაზე უნდა ელოდნონ თუ არა "იუნაიტედის" გულშემატკივრები "დიდ შენაძენს" მოურინიომ მიუგო:

"დიახ. 22 ფეხბურთელი გვყავს და ახალ სეზონს 23–ით შევხვდებით. მე არ მიყვარს და არ ვაპირებ სხვა გუნდებსა თუ სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვისაუბრო, ეს სხვისი საქმეა, ეს სხვას უყვარს, მე არა"

"ჩემთვის მთავარია ვიცოდე თუ რა ხდება ჩემს სახლში, მე არ ვარ დაინტერესებული მეზობლებით. პოგბა "იუვენტუსის" ფეხბურთელია, სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება ტრანსფერი, მე ვერაფერს გეტყვით მის შესახებ. დიახ, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ ჩემი გუნდი სატრანსფერო საქმიანობას 14 აგვისტომდე დაასრულებს. იდეაში შემდეგ კვირაში ჩვენ ყველაფერი დასრულებული გვექნება"

ჟოზემ ისაუბრა იმაზეც, რომ ევროპა ლიგის გამო მან ფეხბურთელთა რაოდენობა 20–დან 23–მდე გაზარდა, ამასთან კომენტარი გააკეთა შვაინშტაიგერის შესახებაც, რომლის კარიერა როგორც ჩანს "იუნაიტედში" დასასრულს მიუახლოვდა:

"რა ხდება ? რატომ ამხელა აჟიოტაჟი ? ეს ხომ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში ხდება ? მწვრთნელი თვითონვე ირჩევს იმ ფეხბურთელებს, რომელთაც საჭიროდ ჩათვლის. 15 წლის განმავლობაში 20 ფეხბურთელთან ერთად ვმუშაობდი, ახლა კი გადავწყვიტე ეს რიცხვი 23–მდე გამეზარდა, პლუს 3 მეკარე. ჩვენ ბევრი თამაშის ჩატარება მოგვიწევს, განსაკუთრებით ეს ევროპა ლიგას ეხება, ამიტომ გრძელი გზის გასავლელად ჩვენ მზად უნდა ვიყოთ"

წყარო:The Guardian
სიახლეები
27 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
5 აგვისტო 2016 18:57
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ეჭვი ეპარება კვლავს ვინმეს ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: kantona-7
5 აგვისტო 2016 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მომწონს ჟოზეს ინტერვიუები და იმედია მართლა გააკეთებს ამყველაფერს რასაც გვპირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: stepno
5 აგვისტო 2016 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვსოო ჩვენიაა პოგბინიოოო
0
№4
5 აგვისტო 2016 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
მიდი ჟოზე თორე ნერვული სისტემა გადამეწვა
0
№5
ავტორი: shotkin
5 აგვისტო 2016 19:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Dato Sirabidze
ეჭვი ეპარება კვლავს ვინმეს ?

ეჭვი მეპარება არ ვიტყვი მარა დარწმუნებული არვარ რო მაინდამაინც პოგბაა ინგლისურად ამბობს რო კარგი ნახევარმცველი მოგვყავსო და მაინდამაინც პოგბა რატო უნდა იყოს (მეც მინდა პოგბა) მარა ხოშეიძლება სხვა იგულისხმა
0
№6
ავტორი: gela-manchesteri
5 აგვისტო 2016 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ისე რონალდოც რო დაებრუნებია რა გაასწორებდა
0
№7
ავტორი: levionok
5 აგვისტო 2016 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
იმიტომ ვფიქრობთ პოგბას რომ პოგბაა ადენი დამთხვევა არ შეიძლება ი მანიუს ფეხბურთელია და იდეალური ვარიანტია დაცვისა და ტავდამსხმელებს სჰორის დამაკავშირებლად,თუ შეამჩნიეთ ბლინდი ძალიან ცუდ ფორმაშია და რომელიმე მცველი რომ დაგვიშავდეს(სმოლინგი ბაი) ცუდ დღეში ჩავვარდებით,მაუს არ ვეთანხმები ერთ ეპიზოდში თუ შნეიდერლინი ხო,მაშინ ბასტი რატომ არა,როგორც ჩანს სამი ლიდერი ზედმეტია გუნდში მაურინიოს აზრით...დარწმუნებული ვარ მაუს ეს სიმშვიდე დროებითია და ეპლში ნახეტ რეებს იზავს მევასება მაგრათ
0
№8
ავტორი: SAF
5 აგვისტო 2016 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ჭკუა უსწავლია ვენგერის დაჯმისგან თავი შეიკავა fuckthatbitch თორე დააჯარიმებდნენ კიდე ეს ახვრები aaaeee
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№9
ავტორი: MEMPHIS 7
5 აგვისტო 2016 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მსგარი ტიპია მოუ მოიყვანნს პოგბას და მერე დავიღუნავთ კლოპსაც და ვდნგერსაც
0
№10
ავტორი: edo
5 აგვისტო 2016 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Commentbolosdabolos rodis gadmova raa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top