"იუნაიტედის" პირველი ნომერი ჟოზე მოურინიოსთან პირველივე სეზონში გამარჯვებას ელის.
"იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის სამგზის მფლობელი, დავიდ დე ხეა ჟოზე მოურინიოსა და უეინ რუნისთან ერთად გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია.
დავიდი რუნის საქველმოქმედო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და მოედანზე 60 წუთი გაატარა. მატჩის შემდეგ ესპანელმა MUTV-სთან ესპანელმა პარტნიორებს მიულოცა და უეინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენ მისით ძალიან მოხარულები ვართ. უეინი - ჩვენი კაპიტანია, რომელიც კლუბში დიდი ხანია თამაშობს. იგი ძლიერი ხასიათით გამოირჩევა, არის ნამდვილი ბომბარდირი და ტოპ-ფეხბურთელი. მან წინასასეზონო ტურნეზე ბევრი გაიტანა. გვიხარია, რომ მასთან ერთად ვთამაშობთ,"
გუნდის პერსპექტივებზე დასმულ კითხვაზე, დე ხეამ უპასუხა: "ვგრძნობთ, რომ ეს განსაკუთრებული სეზონი იქნება. ჩვენ საკუთარ თავში, მწვრთნელსა და ახალწვეულებში დარწმუნებულნი ვართ.
მთავარი და საჭიროა ჩავდგეთ სწრაფად ფორმაში - კვირას "ლესტერთან" მატჩი გვაქვს. "მელიები" საკმაოდ რთული მეტოქეები არიან, ამიტომ გამარჯვება უნდა ვცადოთ,"