მატჩის პირდაპირი ეთერი.
უეინ რუნის საპატივცემულო მატჩი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ევერტონს" შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე გაიმართება, გააგრძელებს წლის საქველმოქმედო მატჩების ნუსხას და მასზე შემოსული თანხა, რომელიც წინასწარი გამოთვლებით 5 მილიონი ფუნტი იქნება, მზრუნველობა მოკლებულ და უნარშეზღუდულ ბავშვებს მოხმარდება.
ამ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, პირველად იხილონ ჟოზე მოურინიოს გუნდი საკუთარ სტადიონზე, რომელიც უკვე მეორე წელია მასპინძლობს წინასასეზონო მატჩებს. ინგლისის თასი, რომელიც "წითლებმა" მე-12-ჯერ მოიგეს, სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე იქნება წარდგენილი.
შემადგენლობაძირითადი: დე ხეა, ვალენსია, ბაიი, ბლინდი, შოუ, კერიკი, ერერა, ლინგარდი, რუნი, მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი
სათადარიგო: ჯონსტოუნი, რომერო, დარმიანი, ჯონსი, როხო, ფელაინი, მატა, მხითარიანი, რეშფორდი, შნეიდერლინი, იანგი, მემფისი.