თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2013, 12:01
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2152,
კომენტარები: 17
უელბეკი:”ვმოქმედებდით როგორც ერთი გუნდი”
უელბეკი ლივერპულთან გამართული მატჩის შესახებ
უელბეკი:”ვმოქმედებდით როგორც ერთი გუნდი”
ლივერპულთან მატჩის შემდეგ უელბეკმა აჟურნალისტებს გაუზიარა შთაბაჭდილებეი მატჩიდან. ლივერპულმა მეორე თამაში წააგო იუნაიტედთან ამ სეზონში:”ლივერპული დღემდე ჩვენი პრინციპული მეტოქეა, ამიტომაც ეს მატჩი განსაკუთრებული იყო გუნდსთვის. ნათელია, რომ მე ვიცი ამ მატჩის ფასი, რადგან ბავშვობიდანვე იუნაიტედის სისტემაში ვიზრდებოდი. ლივერპულის დამარცხების წყურვილი პატარაობიდანვე ჩაგვინერგეს. მათი დამარცხება ჩვენთვის დიდი მოვლენაა და ბედნიერი ვარ, რომ ამ მატჩში 3 ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ გვქონდა გეგმა ამ მატჩზე და პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ. მეორე ტაიმსი ლივერპული მთელი ძალებით წავიდა წინ, რამაც გამოიწვია მატჩის დაძაბული დასასრული. 10-15 წუთის განმავლობაში დიდი ზეწოლის წვეშ ვიყავით. ჩვენ დაწყობილად და კომპლექტურად ვთამაშობდით, როგორც ერთი გუნდი. ვფიქრობ ეს შედეგი დავიმსახურეთ. ჩვენი პირველი გოლი დიდი ზეწოლის შედეგი იყო. ბურთი გადავიტანეთ მთელს მოედანზე და საჯარიმოში პასის შემდეგ შესანიშნავად გადაწყვიტა ეს მომენტი რობინ ვან პერსიმ. ვიცოდით, რომ ის ამას გააკეთებდა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ის თამაშის განმავლობაში ისეთ მომენტებს ქმნის, რომ სხვა არ შესწევს ძალისხმევა იგივე გააკეთოს. მიხარია, რომ ის ჩვენს გუნდშია.”

დენი უელბეკს არაერთი მატჩი ჩაუტარებია დანიელ სტარიჯთან ერთად ინგლისის ოცდაერთწლამდე ნაკრებში, ამიტომ განაცხადა, რომ სულაც არ იყო გაკვირვებული ლივერპულის ახალწვეულის ასეთი ზეგავლენით მატჩზე:” ყველამ ვიცოდით, რომ სტარიჯი იყო ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს. მას შემეგ რაც ის შემოვიდა, მოგვიწია დაცვის გადაწყობა. ძალიან ცოტა დაკვაკლდა იმისთვის, რომ მას არ გაეტანა.მაგრამ ეს მოხდა და ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. არ გვინდა, რომ ასეტი რამ დაგვემართოს მომავალში. მეორე გოლმა ლივერპულის კარში გამოიწვია გაუგებრობა, თუ ვისთვის უნდა ჩაეთვალათ ეს გოლი, საბოლოოდ ბურთი კაპიტნის ანგარიშზე ჩაიწერა:”სიმართლე გითხრათ არ მინახავს ვიდიჩის შეხება. მარტო ვნახე ევრას თავური და გატანილი გოლი. ამიტომაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სწორედ მან გაიტანა გოლი. ვფიქრობ ის გაკვირვებული დარჩება, რადგან ძალიან უხაროდა ეს გოლი . მთავარია სამი ქულა მოვიპოვეთ და გასახდელში დიდი სიხარული იყო . ეს არის დიდი გამარჯვება და ბრწყინვალე დღე ჩვენთვის." დენიმ საკუთარ თამაშზეც ისაუბრა:” მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო შნსები, როცა მოედანზე გამოვდივარ. მთელი ძალებით ვცდილობ ვაჩვენო მაქსიმუმი. ვიცი რაც შემიძლია და ვაპირებ ვითამაშო ისე, როგორც ჩემს დონეს შეეფერება”

წყარო:Redevils.Ru
სიახლეები
17 კომენტარი
№1
ავტორი: ika_van persie
14 იანვარი 2013 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
ოო ველბექიი რააა ეს ვინა რამდენი ბურთი გამაზა likeaboss
0
№2
ავტორი: love united
14 იანვარი 2013 12:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყველაზე მაგარი ის იყო დრიბლინგზე რომ წავიდა და ბოლოს რომ აილეწა... lol
0
№3
ავტორი: UTD-Rule
14 იანვარი 2013 12:10
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ამის პრესინგი რა მაგრად მევასება )) რეინას ეშინოდა ეს რომ გაიქცეოდა და ბურთს იშორებდა biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Zizou
14 იანვარი 2013 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
არაფრის მაქნისია და გუშინაც გამოჩნდა.
0
№5
ავტორი: ლადო
14 იანვარი 2013 13:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
აუ ხოოო იმენა აკრიფა სიჩქარე და ბოლოს რო აილეწა მაგაზე მაგარი ვიკაიფეთ მთელმა ოჯახმააა იმენაა თან რა ნაგლია ბურთს რო დაავლო ეგრევე ხელიი))))))
0
№6
ავტორი: R.v.Persie
14 იანვარი 2013 13:08
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ციტატა: Zizou
არაფრის მაქნისია და გუშინაც გამოჩნდა.

გუშინ თამაშზე არ გიყურებია? ეს თუ უმაქნისია მაშინ სხვა რა ყოფილა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№7
ავტორი: MAGNIFICENT 7
14 იანვარი 2013 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
კარგად ითამაშეს უბრალოდ ბოლო წუთებში დაიღალნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№8
ავტორი: Hernandez
14 იანვარი 2013 13:19
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ძან ბევრი ბურთები მაზა ამის მაგივრად ჩიჩა რო ყოპილიყო მინიმუმ 3-1 ან მეტს მოვიგებდით.
0
№9
ავტორი: Zizou
14 იანვარი 2013 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
R.v.Persie,
ბევრჯერ ღორობს
0
№10
ავტორი: don_vini
14 იანვარი 2013 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
აუ გუშინ იყო ერთ ერთი საუკეთესოო,რა იყოთ თამაშს არ გიყურებიათ?რაც ამან ირბინა და მცველები შეაწუხა,შკრტელს ყვითელი ამან აკიდა და გოლი მაშინ გავიდა.პირველ გოლში მონაწილეობა მიიღო.მთელი 90 წუთი იყო როგორც წინ ისე ეხმარებოდა დაცვას და სხვა რა უდნა გააკეთოს
????????????????????????
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top