"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი, დიეგო ფორლანი მიიჩნევს, რომ პოგბას ღირებულების გათვალისწინებით, პოლ სქოულზის ტრანსფერი წარმოუდგენელი იქნებოდა.
"თუ პოგბა 120 მილიონი ღირს, წარმოიდგინეთ, რამდენს გადაიხდიდნენ პოლ სქოულზის სანაცვლოდ,"-წერს ფორლანი The National-ის საკუთარ გრაფაში.
"პოლი იყო საუკეთესო ნახევარმცველი მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია.
"მანჩესტერ იუნაიტედს" გაუმართლა, რომ სქოულზს კლუბის დატოვების საჭიროება და სურვილი არასდროს ჰქონია. ის იყო ადგილობრივი ბიჭი და "იუნაიტედის" გულშემატკივარი, ერთ-ერთი დიდი ფეხბურთელი, რომელიც კლუბთან ერთად დაიბადა.
მან ერთ სახლში ცხოვრება განაგრძო და მოიგო უამრავი ტიტული. ვერც კი წარმომიდგენია, რომ პოლი "რეალში" ან "ბაიერნში" გადასულიყო.
პოგბა კარგი ფეხბურთელია, ის მე მომწონს. მას შეუძლია საკუთარი თაობის საუკეთესო ნახევარმცველი იყოს. ღირს თუ არა ის თანხა, რასაც წერენ მასზე გაზეთებში? ეს მარტივი პასუხია - ის ღირს იმდენი, რამდენსაც მასში იხდიან,"