თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2016, 22:25
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3059,
კომენტარები: 12
ფორლანი: "რა ღირს სქოულზი?"
დიეგო ფორლანი პოგბას ტრასფერზე საუბრობს.
ფორლანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი, დიეგო ფორლანი მიიჩნევს, რომ პოგბას ღირებულების გათვალისწინებით, პოლ სქოულზის ტრანსფერი წარმოუდგენელი იქნებოდა.

"თუ პოგბა 120 მილიონი ღირს, წარმოიდგინეთ, რამდენს გადაიხდიდნენ პოლ სქოულზის სანაცვლოდ,"-წერს ფორლანი The National-ის საკუთარ გრაფაში.

"პოლი იყო საუკეთესო ნახევარმცველი მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია.

"მანჩესტერ იუნაიტედს" გაუმართლა, რომ სქოულზს კლუბის დატოვების საჭიროება და სურვილი არასდროს ჰქონია. ის იყო ადგილობრივი ბიჭი და "იუნაიტედის" გულშემატკივარი, ერთ-ერთი დიდი ფეხბურთელი, რომელიც კლუბთან ერთად დაიბადა.

მან ერთ სახლში ცხოვრება განაგრძო და მოიგო უამრავი ტიტული. ვერც კი წარმომიდგენია, რომ პოლი "რეალში" ან "ბაიერნში" გადასულიყო.

პოგბა კარგი ფეხბურთელია, ის მე მომწონს. მას შეუძლია საკუთარი თაობის საუკეთესო ნახევარმცველი იყოს. ღირს თუ არა ის თანხა, რასაც წერენ მასზე გაზეთებში? ეს მარტივი პასუხია - ის ღირს იმდენი, რამდენსაც მასში იხდიან,"


წყარო: Manutd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 აგვისტო 2016 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Martla egreaa❤️
0
№2
ავტორი: fergia
1 აგვისტო 2016 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
სქოულზი რო ძაან ძლიერი ნახევარმცველი იყო ეგ ყველამ იცის ვისაც ფეხბურთი ესმის. რაც შეეხება პოგბა მანიუს ეხლა სჭირდება მისნაირი დონის ფეხბურთელი რომ ნახევარდაცვის პრობლემა მოაგვაროს..
0
№3
ავტორი: gela-manchesteri
1 აგვისტო 2016 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მომენატრა პოლი
0
№4
ავტორი: stepno
1 აგვისტო 2016 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Gavchagaravdii gadmodiis tuu araa bolobolooo
0
№5
ავტორი: LASHQARA
2 აგვისტო 2016 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რა ღირს სქოულზი wink არსებობენ ადამიანები რომლებსაც გააჩნიათ თავის პრინციპები და ღირსება რაც არ იყიდება. სქოულზს უბრალოთ ვერ წარმოედგინა სხვაგან თამაში და არ გადავიდა არსად, არც კი გაიფიქრა იმდენად მანჩესტერზე შეყვარებული იყო. ყველაფერს ფულით ვერ იყიდი love am
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
2 აგვისტო 2016 00:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ასეთია დღევანდელი ფეხბურთი
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
2 აგვისტო 2016 00:44
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
სქოულზი სულ სხვა სამყაროდან იყო, ის იყო გენიოსი მას აგენტი არ ყავდა, მახსოვს ერთ-ერთი სტატია სადაც ინტერს სურდა მასთან მოლაპარაკებების დაწყება და პოლმა ინტერს განუცხადა, რომ მას აგენტიც არ ყავდა და არ აპირებდა იუნაიტედის დატოვებას. სქოულზი არის ლეგენდა და პოგბა მას გვერდით ვერ დაუდგება, ის ჩემთვის მანჩესტერის სიმბოლოა. love
0
№8
ავტორი: kantona-7
2 აგვისტო 2016 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არამგონია ამათი შედარება შეიძლებოდეს რადგან პოლი სულ სხვა დონე იყო>>>იმედიმაქვს როდესღაც პოგბაზე დავწერ პოლს აჯობა>>>მაგრამ ეჩვი მეპარება 3d_2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
2 აგვისტო 2016 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
სქოულზი შეუდარებელია
0
№10
ავტორი: redarmy10
2 აგვისტო 2016 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ადგილობრივი ნაგიჟარიი <3 love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top