”იუნაიტედის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ბრაიან რობსონმა განაცხადა, რომ რობინ ვან პერსი საუკეთესოა მსოფლიოში ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს კვალდაკვალ.ჰოლნადიელმა ფორვარდმა, რომელმაც ლონდონი მანჩესტერში გაცვალა, უკვე გაიტანა 17 გოლი ამ სეზონში.ბრაიანი განცვიფრებულია რობინის თამაშით და ამბობს, რომ მისი მოსვლით კლუბმა დიდი ძალა შეიმატა.
”როდესაც ვან პერსი ”არსენალის” შემადგენლობაში თამაშობდა, თქვენ ხედავდით მის შესაძლებლობებს.მას შეეძლო გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში.როდესაც იგი მანჩესტერში გადმოვიდა, ახლა მივხვდი, თუ რატომ უყვარდათ განსაკუთრებულად იგი ”არსენალის” ქომაგებს.”-ციტირებს რობსონის სიტყვებს clubcall.com.
”მას შეუძლია მის გარშემო კლუბი აათამაშოს.ის ქმნის საგოლე მომენტებს, იტანს გოლებს.ეს უბრალოდ ფანტასტიკაა.მისი გატანილი გოლები სხვადასხვანაირია: მარცხენა ფეხით, ერთი შეხებით, საჯარიმოს გარედან, ჯარიმით.ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მე მას მესის და რონალდოს გვერდით ვაყენებ.”