უეინ რუნიმ ინგლისურ Sportmail-თან ინტერვიუს დროს ყოფილ თანაგუნდელზე გააკეთა კომენტარი და მასთან ერთად გატარებული დრო გაიხსენა: "გაინტერესებთ რა დამამახსოვრდა მის პირველ დანახვაზე ? ჩალურჯებები. მას ყველგან ჩალურჯებები ჰქონდა, ის ვარჯიშზე იმ ფეხბურთელებიდან ერთ–ერთი იყო, რომელიც აუცილებლად დაგაზიანებდა, რა თქმა უნდა მას ეს არ სურდა, მაგრამ საბოლოოდ ასე ხდებოდა. თუ არ გთელავდა, იდაყვს სახეში გარტყამდა, ან ძირს დაგაგდებდა (იცინის). შემდეგ ის ჩვენგან წავიდა, მას შემდეგ რაც "იუნაიტედი" დატოვა ის უფრო გაიზარდა, ახლა ის შესანიშნავი ფეხბურთელია"
"მე ვფიქრობ მას სურს ჩვენთან დაბრუნება, სურს იმის დამტკიცება რომ ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, მასთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი, მსურს კვლავ ერთი მაისურით გავიდეთ მოედანზე, მას აქ დასასრულებელი საქმეები დარჩა, პოგბა უნდა დაბრუნდეს, თუ ხელმძღვანელობა მის დაბრუნებას მოახერხებს, მერწმუნეთ ეს უდიდესი განაცხადი იქნება"